“უკრაინის კონფლიქტი ისე უნდა გადაიჭრას, რომ ევროპაში ნაციზმი აღმოიფხვრას” – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა
მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
“საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ეს მთავარი ამოცანაა – უზრუნველვყოთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მაქსიმალურად ეფექტური დიპლომატიური და პოლიტიკური მხარდაჭერა, განვმარტოთ მისი საწყისები და მიზეზები, ასევე ნათელი მოვფინოთ ჩვენს პოზიციას, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ეს ომი დასრულდეს იმ სამართლიანი პირობებით, რომლებიც პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 2024 წელს ჩამოაყალიბა. დასრულდეს ისე, რომ ევროპაში აღმოიფხვრას ნაციზმი, რომელმაც აქ კვლავ გაიდგა მეტასტაზები.” – თქვა ლავროვმა
მისივე თქმით, რუსეთი არ დებს ისეთ შეთანხმებებს, რომლებიც ინტერესთა ბალანსს არ იცავს: „როდესაც ვინმესთან შეთანხმებას ვაღწევთ, ეს პრაგმატიზმზეა დაფუძნებული… ჩვენ არანაირ შეთანხმებას არ ვდებთ ინტერესთა ბალანსის გარეშე” – განაცხადა ლავროვმა.
