Monday, September 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ამერიკიდან ჩინეთამდე – ქართული ლეგიონის გოლები, ასისტები და მატჩის საუკეთესოები

September 7, 2026
ამერიკიდან ჩინეთამდე – ქართული ლეგიონის გოლები, ასისტები და მატჩის საუკეთესოები

ქართული ლეგიონისთვის უქმეები წარმატებული გამოდგა.

MLS-ში (აშშ-ის ჩემპიონატი) საბა ლობჟანიძემ „ლოს ანჯელესის“ მეკარეს, უგო ლორისს გაუტანა და „სოლტ ლეიკის“ საშინაო შეხვედრაში ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 2:2. ეს ქართველი თავდამსხმელისთვის ახალ გუნდში გატანილი პირველი გოლი გახლდათ და ანგარიშზე არსებულ სამ საგოლე გადაცემას მიუმატა.

უკრაინის პრემიერლიგაში შეუცვლელად ითამაშა გიორგი მაისურაძემ და „პოლესიეს“ „კუდრივკას“ დამარცხებაში (5:1) საგოლე გადაცემით დაეხმარა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და „დინამო თბილისის” ყოფილი მცველის გადაცემით ჟიტომირის გუნდი პირველივე წუთზე დაწინაურდა.

თურქეთის სუპერლიგაში გურამ გიორბელიძემ „ერზურუმსპორის“ შემადგენლობაში „კონიასპორთან“ შეუცვლელად ითამაშა და საგოლე გადაცემით თანაგუნდელს ერთადერთი გოლის გატანაში დაეხმარა – 1:0. საბოლოოდ ქართველი მარცხენა მცველი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

ანალოგიური მოხდა ყაზახეთის პრემიერლიგაში, სადაც ცოტნე მოსიაშვილის „ჟეტისუმ“ საშინაო შეხვედრაში „ერტიშს“ 1:0 სძლია. მასპინძლები 45-ე წუთზე კაცნაკლულები დარჩნენ, მაგრამ 61-ე წუთზე გატანილი გოლით მაინც მოიგეს. საგოლე გადაცემა მოსიაშვილის ანგარიშზეა.

უზბეკეთის სუპერლიგაში გოგა ჩაბრაძის და ჯაბა ჯიღაურის „ყიზილყუმმა“ მიხეილ ბაშელეიშვილის და ნიკა კაჭარავას „ბუხარას“ 3:2 სძლია. 52-ე წუთზე მასპინძელთა კაპიტანმა, ჯიღაურმა ანგარიში 2:0 გახადა, ხოლო სტუმართა თავდამსხმელმა, კაჭარავამ ამის შემდეგ სხვაობა შეამცირა.

ჩინეთის სუპერლიგაში ვაკო ყაზაიშვილი „შანდუნს“ შინ „შენჟენთან“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა 1:1. მასპინძლები პირველ წუთზე დაწინაურდნენ. საგოლე გადაცემა ყაზაიშვილმა შეასრულა და მიმდინარე სეზონში ანგარიშზე 5 გოლი და 8 ასისტი ჩაიწერა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მოვუწოდებ პროკურატურას, თუ ვინმე უნდა დაკითხოთ საქართველოში გახმაურებულ მკვლელობებზე, უნდა დაკითხოთ ბიძინა ივანიშვილი”- რას ამბობს ანა წითლიძე
  • როგორ ეხმაურება ეკა კუპატაძე ნია იმნაძის ოჯახის განცხადებას
  • ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge