Sunday, September 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სასიკვდილო დარტყმით გათიშული გიგა ავალიანი, კლინიკაში გონზე მოვიდა 2-3 წუთით …” – ეკა კუპატაძე განცხადებას ავრცელებს

September 6, 2026
“მე მათი სისხლი არ მწყურია, სამართალი მინდა – მათი დაჭერით ბრძოლა არ დასრულებულა…” – გიგა ავალიანის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“სასიკვდილო დარტყმით გათიშული გიგა ავალიანი, კლინიკაში გონზე მოვიდა 2-3 წუთით და თქვა ერთადერთი წინადადება:

— დედაჩემს დაურეკეთ!
გიგა ავალიანმა იცოდა, ვინ იყო მისი დედა და რა ძლიერი იყო მათი დედაშვილობა!
ჰოდა, მე ისევ აქა ვარ!
გიგას გარდაცვალების წამიდან რატომ შემოვედი სოციალურ ქსელში საბრძოლველად, ვერ გაიგო მკვლელების ოჯახებმა და შვილების დაჭერის შემდეგ რიგრიგობით გამართეს სოც-ცირკაობა.
მაგრამ გაიგო ხალხმა, რომელიც ჩემთვის საზოგადოებაა და მათთვის ბრბო!
ჰოოო და, ჩვენ — ყველამ ერთად — ვაღიარეთ სამართლის და კანონის უზენაესობა.

ვაღიარეთ და შევძელით კიდეც!

ეკა კუპატაძე იცავს გიგა ავალიანის ღირსებას!

პროკურატურა იცავს გიგა ავალიანის ღირსებას და სახელმწიფოს ღირსებას!

სასამართლომ უნდა დაიცვას სახელმწიფოს ღირსება და მომავალი თაობის უსაფრხოება!

საზოგადოება მხარს გვიჭერს სამართალში, გვაკვირდება გამადიდებელი ლუპით და გვიმაგრებს ზურგს!

გუშინ გავიდა ნია იმნაძის დაჭერიდან ერთი თვე.

იმ “გულჩვილი” და “სამართლიანი” ხალხის აზრი მაინტერესებს ლ(ь)ეგიტიმური კითხვები რომ ჰქონდათ:
ხომ არ გაგირკვევიათ, ახლა, როცა საქმის მასალები გადაეცათ, რატომ აღარ ჩხავის თამარ ნავროზაშვილი “ნიაკო” უდანაშაულოაო?
ან სად გაქრა ის ცირკაჩი ადვოკატი გიორგი ლეკიშვილი?
ან თუნდაც წერა-კითხვის უცოდინარი ბებო და ბიძა, ლეკიშვილი-პატიეშვილის დაწერილი ტექსტი რომ აგვიპოსტა?
ნია იმნაძეს კლინიკაში რომ ხელი სტკიოდა, ვითომდა ბორკილების დადებით, როგორ არის მოიკითხეთ?
ნია იმნაძის დაიკოს წინა კვირაში ფსიქოლოგიური პრანჭვები დაწყებია და ისიც მოიკითხეთ.
(ჰო, აი ის, ტელეფონით მშვიდად რომ იღებდა “ნიაკოს” დაჭერას, დედის ისტერიკების და მამის მუქარების ფონზე, მეორე დღეს კი ტელეკამერების წინ იღერებდა ყელს.)
მათ გასაგონად, ვინც ყველა ბრუნვაში და დროში ატრიალა:

— პოლიციამ მტკიცებულებების გარეშე, სპეცოპერაციით დააპატიმრა არასრულწლოვანი ღამის 11 საათზეო,
განვმარტავ:
— პოლიცია მოსამართლის განჩინებით იმნაძის დასაჭერად მივიდა დაახლოებით 16:00 სთ-ზე.
არ გაუღეს კარი ადვოკატ-ებ-ის გარეშე;
პოლიცია მოთმინებით ელოდა ადვოკატებს დაახლოებით 6 საათი!
(ადვოკატმა ლაივი ჩართო 22 სთ-მდე რამდენიმე წუთით ადრე, ანუ ღამის 10 საათზე და არა 11 საათზე, რაღაცები მაინც დაამთხვიეთ.)
აი, ვარდისფერი ბრჭყვიალა ბორკილები მართლა არ ჰქონდათ და ბოდიში “ნიაკოს”.
ბაბლმა რომ ძალიან არ ინერვიულოთ, ამასაც გეტყვით ბარემ:
ნია იმნაძის დაჭერისას, როგორც კი ლეკიშვილმა ლაივი შეწყვიტა, თამარ ნავროზაშვილმაც ჩხავილი შეწყვიტა და წყნარ, მშვიდ გარემოში დააპატიმრეს “ნიაკო”.
ისტერუილ კითხვაზე, თუ რატომ დაიჭირეს სახლში და არ დაიბარეს პოლიციაში, გიპასუხებთ:
მას შემდეგ რაც საქმე გადაეცა მკვლელობის განყოფილებას და გამოძიება მიმდინარეობს გენერალური და ქალაქის პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ, ნია იმნაძე იმდენჯერ დაიბარეს პოლიციაში, რომ სათვალავი მეც კი ამერია, მაგრამ არც ერთხელ არ მისულა.
(ფსიქოლოგიური პრანჭვები ემართებაო — ლეკიშვილმა.)

სასამართლოზეც კი იძულების წესით მიიყვანეს 7 მაისს და “გაიყვანეთ ცუდად არ გახდეს!”-ო — ერთხმად აწიოკდნენ გიორგი ლეკიშვილი და ნასყიდაშვილის ადვოკატები.

ანასტასია ბერუაშვილის ადვოკატი აღარ არის ქეთევან ვარდანაშვილი.
ახალმა ადვოკატმა მოითხოვა ჩემთან შეხვედრა.
რასაც კანონი არ უზღუდავს, მაგრამ ეკა კუპატაძე შვილის მკვლელებთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს.
(რით ვეღარ გაიგეს!)
არადა, გახსოვთ ალბათ, ანასტასია ბერუაშვილის ოჯახი იყო ერთადერთი, ვისაც მოვუწოდე გამოძიებასთან თანამშრომლობის შესახებ, ვინაიდან მაშინ მეგონა, რომ ის უბრალოდ რიკაძის შიშით დუმდა.
ბერუაშვილის ოჯახისგან მივიღე შეურაცხმყოფელი უკუკავშირი.

მერაბ მალანიას ჰგონია მიმავიწყდა და აბრიალებს თვალებს:
— ჩემი ვაჟკაცი თავს დამნაშავედ არ სცნობსო.

არადა, მერაბ მალანიას ყველაზე მეტად უნდა, რომ მისი შვილი დამნაშავე იყოს, თანაც ამ მუხლით.

წინააღმდეგ შემთხვევაში ალექსანდრე გაბაშვილის და ნია იმნაძის მიერ ორგანიზებული და უფრო დიდი ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვისთვის დასაჭერია მერაბ მალანია, მისი მეუღლე ვერიკო ქარჩავა და სხვანი.
მერაბ მალანიავ, ალბათ არ დაგირეკეს, შენ აგონიაში ხარ და ვერ მიხვდებოდი, ჰოდა მე გეტყვი:
— კვალში გიდგავარ(თ)!

და კიდევ, მერაბ მალანიამ რომ მხრები აიჩეჩა, რის საფუძველზე ამბობს პროკურორი, გიორგი მალანიამ იცოდა გიგა ავალიანის გადაადგილების მარშრუტიო, მე გეტყვით:

1) გიორგი მალანიამ იცოდა, რომ გიგა ცხოვრობდა თემქაზე და სახლში მიდიოდა ფეხით!

2) გიგა მოკლეს იმ სკოლის წინ, რომელიც დაამთავრა მერაბ მალანიამ და მამამისი, როლანდ მალანია იყო ისტორიის მასწავლებელი!

3) ის უბანი ბრალდებული გიორგი მალანიასთვის მშობლიური უბანია!

და ბოლოს ყველასთვის საინტერესო,
კითხვა I: — ყველა დაიჭირეს?
ჩემი პასუხი: — არასრულწლოვნები კი!
კითხვა II: — გამოძიება გრძელდება?
ჩემი პასუხი: — კი!
კითხვა III: — რაღას იძიებენ?
ჩემი პასუხი: — ოოოოოო!

P.S. არ ვჩანდი იმიტომ, რომ ჯერ ცუდად ვიყავი, მერე რაღაც სერიოზული საქმით ვიყავი დაკავებული.
ამიტომ ვერ ვნახე მესიჯებიც; ერთი კვირაა დავიწყე გახსნა და ამ კვირაში ალბათ ყველას გიპასუხებთ.
ათასობით სმს შემოვიდა თითო გვერდზე.

სამყაროსხელა მადლობა ყველას!

P.S.S. ლ(ь)ეგიტიმურმა კითხვებმა თუ შეგაწუხოთ, მომაკითხეთ, იმაზე მეტი რამე ვიცი, ვიდრე წარმოგიდგენიათ ” – წერს ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოს მთავრობამ პირველკლასელებისთვის ახალი სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა
  • “ამ ზაფხულს უფრო დიდ პრობლემად გადაიქცა ნაწლავური ინფექციები, ვიდრე გასულ წლებში” – რას ამბობს ინფენქციონისტი
  • “სასიკვდილო დარტყმით გათიშული გიგა ავალიანი, კლინიკაში გონზე მოვიდა 2-3 წუთით …” – ეკა კუპატაძე განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge