ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა რომან დარსალია აფხაზი ხალხის შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთების გამო დააკავეს. დარსალიამ უკრაინელ ბლოგერთან პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ 1992-1993 წლების ომის პერიოდში აფხაზებმა “ქართველების გენოციდი მოაწყვეს”.
აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც დაკავებული რომან დარსალია აფხაზებს ბოდიშს უხდის.
“ყველამ ვიცით, რომ ქართველი ხალხის გენოციდი არ ყოფილა, პირიქით, ჩვენი, აფხაზი ხალხის გენოციდი იყო. მე მასაც [უკრაინელ ბლოგერსაც] ასე ვუთხარი, მაგრამ მან ასე დაამონტაჟა. ამის გამო დიდ ბოდიშს ვიხდი” – ამბობს დარსალია რეჟიმის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
