ამერიკელმა ექიმებმა ქსენოტრანსპლანტაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგი მიიღეს – გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორისგან გადანერგილმა თირკმელმა პაციენტის ორგანიზმში 271 დღის განმავლობაში იმუშავა, რაც დღემდე ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია ასეთი ტიპის ტრანსპლანტაციის ისტორიაში.
ენდრიუსს ღორის თირკმელი 2025 წლის 25 იანვარს გადაუნერგეს. ოპერაციის შემდეგ ორგანომ მუშაობა თითქმის მაშინვე დაიწყო და მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში პაციენტს დიალიზისგან გათავისუფლების შესაძლებლობა მისცა.
“იმედი ყველაზე დიდი რამ არის – შანსი, გათავისუფლდე აპარატისგან და იცხოვრო შენი ცხოვრებით“, – თქვა ენდრიუსმა.
გადანერგილი ორგანო 271 დღის განმავლობაში ფუნქციონირებდა. თავდაპირველად ექიმებმა პაციენტის იმუნური სისტემის მხრიდან ორგანოს უარყოფის ნიშნები შენიშნეს, თუმცა მედიკამენტების შეცვლით მდგომარეობის კონტროლი შეძლეს.
