შვედეთში ქართველი ემიგრანტებისთვის რონალდ ოქროპირიძესა და გიგი გილიგაშვილს კონცერტი ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა ისინი ქვეყანაში არ შეუშვეს და სამშობლოში დააბრუნეს. მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა, ისინი შვედეთში იმის გამო არ შეუშვეს, რომ “ქართულ ოცნებასთან” არიან აფილირებულები.
გიგი გილიგაშვილი ამ თემაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და განმარტავს, რეალურად რატომ ვერ შეძლეს შვედეთში კონცერტის ჩატარება და რატომ გამოუშვეს ისინი უკან.
გიგი გილიგაშვილი:
“გუშინ ერთმა ქალბატონმა დადო პოსტი სადაც დიდი სიხარულით ამცნო ქართველ მოსახლეობას რომ მე და როლიკო ქოცობის გამო არ შეგვიშვეს ევროპაში. პირველ რიგში, მინდა ყველა ემიგრანტს ბოდიში მოვუხადო იმის გამო, რომ გველოდებოდნენ და იმედი გავუცრუეთ.
შემდეგ გულწრფელი და განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ელჩს, რომელიც ამ ხნის მანძილზე გვერდში გვედგა. მინდა იცოდეთ, რომ ყველა ქართველი მიყვარხართ აქ მყოფნიც და ემიგრანტებიც განურჩევლად თქვენი პოლიტიკური შეხედულებებისა.
არასოდეს დამიმალავს რომ ქართულ ოცნებაში ბევრი მეგობარი მყავს. არც ის დამიმალავს რომ ბევრი მეგობარი მყავს ოპოზიციაშიც. არ ვაპირებ არც მთავრობის და არც ოპოზიციის ლანძღვას. ჩემი საქმე პოლიტიკა არ არის და ამის გამო გთხოვთ შემინდოთ.
ყველა ძალიან მიყვარხართ და ყველას აზრს პატივს ვცემ. რაც შეეხება მიზეზს ჩვენი გამოშვებისა ის იყო, რომ ჩვენ გულწრფელად ვუთხარით საპასპორტო კონტროლისას რომ მივდიოდით კონცერტის ჩასატარებლად.
