2026 წლის 1-ელი ნოემბრიდან ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა ფასიანი ხდება. ამასთან, ამავე პერიოდიდან უცხოელებს ქვეყანაში შესვლისას ელექტრონული ნებართვის (ETA) მიღება დასჭირდებათ. ახალი სისტემა, სახელწოდებით QazETA, ქვეყანაში სატესტო რეჟიმში 25 აგვისტოდან ამოქმედდა, თუმცა ნოემბრიდან მისი გაფორმება სავალდებულო გახდება.
ახალი რეგულაცია ეხება იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც ყაზახეთთან უვიზო რეჟიმით სარგებლობენ. მათ შორის არიან საქართველოს, ყირგიზეთის, უზბეკეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის ვიზიტორები.
უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ყაზახეთში ელექტრონული შესვლის ნებართვის (ETA) ახალ წესს ითვალისწინებს „მოსახლეობის მიგრაციის შესახებ“ კანონის ახალი რედაქცია, რომელიც ძალაში 2026 წლის 25 აგვისტოდან არის. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 25 აგვისტოდან 1 ნოემბრამდე სისტემა სატესტო რეჟიმში იმუშავებს: ETA-ს არქონა არ გამოიწვევს ქვეყანაში შესვლის აკრძალვას, თუმცა უცხოელებს გააფრთხილებენ, რომ შემდეგ ჯერზე ნებართვის გარეშე აღარ შეუშვებენ. განაგრძე კითხვა
