Thursday, September 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ბიძინ-მაჰმად ხანმა წინაპრების სისხლით მორწყული მიწა არაბულ კომპანიას მიჰყიდა – გეყო ქართველი ხალხის წამება…” – რას ამბობს შალვა ნათელაშვილი

September 3, 2026
შალვა ნათელაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

“ლეიბორისტული პარტია” არაბული ქალაქის მშენებლობას აპროტესტებს – შალვა ნათელაშვილმა ამჟამად ბრიფინგი კრწანისის ველზე გამართა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დღეს ივანიშვილი “ბიძინ-მაჰმად ხანად” მოიხსენია და ის აღა-მაჰმად ხანის ურდოებეს შეადარა.

ნათელაშვილის თქმით, სწორედ ივანიშვილმა გაასხვისა წინაპრების სისხლით მორწყული მიწა არაბულ კომპანიაზე.

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი “ოცნების” დამფუძნებელს მოუწოდებს, უარი თქვას არაბულ პროექტზე და შეწყვიტოს ქართული მიწის გასხვისება.

აი აქ კრწანისის ველზე, აღა-მაჰმად ხანის ურდოებთან დაღუპული 300 არაგველი ვერასოდეს ვერ წამოიდგენდა, რომ მათი გმირული დაცემის შემდგომ 200 წლის თავზე საქართველოში გამოჩნდებოდა ბიძინ-მაჰმად ხანი, რომელიც მათი სისხლით მორწყულ მიწას მიჰყიდიდა არაბულ კომპანიას და აი აქ ამ წალკოტში დაიწყებდა არაბული ქალაქის მშენებლობას 8 მილიონ კვადრატულ მეტრზე, ხოლო 2 მილიონ კვადრატულ მეტრს მიიღებდა გონიოში.

ჩვენს ხელშია მოღალატეობრივი დოკუმენტი ივანიშვილის ერის მტრის შემოქმედება, რომლის თანახმადაც აი ეს სივრცე, თუ არ ვიბრძოლეთ, თუ არ გამოვიჩინეთ ფხა, არ გამოვედით გარეთ, სამუდამოდ გავა საქართველოს იურისდიქციიდან განუსაზღვრელი ისტორიული და დემოგრაფიული შედეგებით.

მოვუწოდებ ოლიგარქ ივანიშვილს, გეყო ქართველი ხალხის წამება, შენი ხელით დახიე შენი მილიარდების საშოვნელად შედგენილი ეს მოღალატეობრივი დოკუმენტი, თუ გინდა კიდევ გადარჩეს შენი ხსენება აი ამ მიწაზე, თუმცა ვიმეორებ, ძალიან ცუდი პერსპექტივით გემუქრება მოგონებები, თუ მოგონებების ღირსად ჩაგთვალა ერმა.

მე მოვუწოდებ არაბულ კომპანიებს, მოვუწოდებ არაბულ პოლიტიკურ ლიდერებს, უპირველესად ემირატების პრეზიდენტს, ხელი აიღეთ საქართველოს ხალიფიზაციაზე”, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “აზბესტის მილი არის ცემენტისა და აზბესტის ბოჭკოების ნაზავისგან დამზადებული სამშენებლო მასალა” – ვრცელდება ვიდეო რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით
  • პროკურატურა აღწერს, როგორ გაათეთრეს საქართველოში მილიონ 900 ათასი ლარი
  • პომიდორი, ხახვი, დიზელი – რა გაძვირდა აგვისტოში ყველაზე მეტად

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge