Thursday, September 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ბენზინში სამშობლო არ იცვლება, დაუყოვნებლივ დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია!” – ბესო შენგელია

September 3, 2026
“ბენზინში სამშობლო არ იცვლება, დაუყოვნებლივ დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია!” – ბესო შენგელია

დღეს, სიმბოლურად, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს გიორგი ჯინჭარაძეს მოვუტანეთ ძველი საწვავის ავზი. ეს არის ოკუპანტთან იმ უღირსი და კორუფციული თანამშრომლობის სიმბოლო, რომელსაც თქვენ დუმილით აფარებთ ხელს,- ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ბესო შენგელიამ დღევანდელ ბრიფინგზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს.

მისი თქმით, გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთში უკანონოდ შეტანილ საწვავზე დუმს, რის გამოც მან აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს სიმბოლურად საწვავის ავზი მიუტანა. ბესო შენგელიას განცხადებით, „ოკუპანტებისგან მიღებულ ფულზე საქართველო არ იყიდება და ღალატით ქვეყანა ვერ გამთლიანდება“.

„დღეს მოვედით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ოფისთან, რადგან გვაქვს ერთი პირდაპირი და პრინციპული კითხვა: რატომ დუმს ეს უწყება და მისი თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, როდესაც საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ტონობით უკანონო საწვავი შედის? ეს არ არის უბრალოდ კონტრაბანდა, ეს არის სეპარატისტებთან და რუს ოკუპანტებთან პირდაპირი, დანაშაულებრივი თანამშრომლობა! საწვავი, რომელიც აქედან შედის, პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო რეჟიმს. იმ რესურსს, რომელსაც მათ აწვდით, ხვალ ისევ ქართველების, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებენ! ამ მოღალატეობრივ სქემაში ჩართულები არიან რუსული “როსნეფტი”, სეპარატისტული “აფხაზტოპი”, კრემლთან დაახლოებული ქართველების მტრები – სეპარატისტი ოსგანები და არძინბას ოჯახი, ასევე “ქართული ოცნების” რეჟიმის მაღალჩინოსნები, მათი ოჯახის წევრები და ნათესავები. როდესაც ვხედავთ, რომ ამ რეჟიმის ყოფილი მაღალჩინოსნები – ყოფილი პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი – საკუთარ ჯარსა და ჯარისკაცებს პარავდნენ ფულს, რის გამოც ყოფილ პრემიერს 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება, ჩვენ უკვე აღარაფერი გვიკვირს! ვინც საკუთარ ჯარს პარავს, ის არც ოკუპანტთან და სეპარატისტებთან ფინანსურ გარიგებებს მოერიდება, მაგრამ იცოდეთ: სანამ ასეულობით და ათასობით დევნილი თავად არ დადგება ამ შენობასთან და არ მოგიწყობთ პოლიტიკურ ჯოჯოხეთს, მანამდე მოეგეთ გონს! დღეს, სიმბოლურად, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს გიორგი ჯინჭარაძეს მოვუტანეთ ეს ძველი საწვავის ავზი (რუსული კანისტრა). ეს არის ოკუპანტთან იმ უღირსი და კორუფციული თანამშრომლობის სიმბოლო, რომელსაც თქვენ დუმილით აფარებთ ხელს. ეს საწვავის ავზი (რუსული კანისტრა) გადმოგეცემათ საჩუქრად, რათა იცოდეთ: ბენზინში სამშობლო არ იცვლება, ოკუპანტებისგან მიღებულ ფულზე საქართველო არ იყიდება და ღალატით ქვეყანა ვერ გამთლიანდება! დაუყოვნებლივ დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, მოითხოვეთ ამ დანაშაულებრივი და მოღალატეობრივი ფაქტის აღკვეთა!”,-განაცხადა ბესო შენგელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ბრიფინგის გამართვამდე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ჯინჭარაძე ბესო შენგელიას შეხვდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დრო არ ითმენს, უნდა ვიმოქმედოთ!…”- რას წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში
  • ზაფხულში რუსების მხრიდან საქართველოში ტურებზე მოთხოვნა 25%-ით გაიზარდა
  • “სააკაშვილი ასოცირებული იყო ძალადობრივ მოცემულობასთან და დღესაც ასე საუბრობს…” – დავით მათიკაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge