HBO-მ ჰარი პოტერის ახალი სერიალის ტრეილერი წარადგინა – ინფორმაციას გამოცემა Guardian ავრცელებს და წერს, რომ ახალ ვიდეორგოლში ვრცლად არის ნაჩვენები ჰოგვორტსის ცხოვრება, ქვიდიჩის თამაში, უჩინმაჩინის მოსასხამის გამოყენება და წიგნის სხვა ცნობილი სცენები. მათივე ცნობით, ჰარი პოტერის როლს დომინიკ მაკლაფლინი ასრულებს, ხოლო რონ უიზლისა და ჰერმიონ გრეინჯერის პერსონაჟებს ალასტერ სტაუტი და არაბელა სტანტონი განასახიერებენ. სერიალის სამსახიობო შემადგენლობაში ასევე არიან ჯონ ლითგოუ (დამბლდორი), ნიკ ფროსტი (ჰაგრიდი) და პააპა ესიედუ (სნეიპი). გამოცემა წერს, რომ სერიალის პრემიერა შობის დღესასწაულზე იგეგმება.
