Thursday, September 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ნანუკა ჟორჟოლიანი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს

September 3, 2026
ნანუკა ჟორჟოლიანი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე დღეს საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს და სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოსაკითხად მისვლას გეგმავს.

როგორც ჟორჟოლიანმა „პალიტრანიუსს“ განუცხადა, პროკურატურის განცხადება ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას ძალიან ეშინია.

„დამიბარეს, მაგრამ ხვალ მივალ სასამართლოში. ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით ჩემს სტატუსთან დაკავშირებით ვარ დაბარებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ყველა საქმეზე გამოძიებასთან ვთანამშრომლობ და მათთან დაკითხვაზე ყოველთვის დავდივარ, ახლა ავირჩიე ჩემი პირადი ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები. ირაკლი ღარიბაშვილის საქმე ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანი არ არის. ჩემი აზრით, ეს არის მცდელობა, სხვებს გაუგზავნონ მესიჯი, რომ ამ თემაზე აქტიურობა და საჯაროდ სტატუსების წერა ამ დისკომფორტს გამოიწვევს, რომ საკითხებზე სიარული მოუწევთ. ჩემი აზრით, მხოლოდ ამას ემსახურება ჩვენი დაკითხვაზე დაბარება“,-განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ის მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გასაჯაროებული წერილები მნიშვნელოვანი და საყურადღებოა.

„ირაკლი ღარიბაშვილის წერილს აქამდე ცოტა არასერიოზულად ვუყურებდი, მაგრამ ახლა საერთოდ გამოვრიცხავ არასერიოზულობას იმიტომ, რომ ისეთ სიგიჟე ჩიხში შედიან, ჩემთვის ეს თემა შიშის გამოვლინება არის. ხატია დეკანოიძე, ნიკა გვარამია, სოციალურად აქტიურ ყველა ადამიანს უგზავნიან მესიჯს: „ახლა ესენი დავიბარე დაკითხვაზე და თქვენ რას გიზამთ“. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ძალიან ეშინიათ“,-განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის განცხადებით, 2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო, საპროცესო მოქმედება და ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი.

მათივე ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, აღნიშნულ საქმეზე მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური. უწყების ცნობითვე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ასევე გამოიკითხება ირაკლი ღარიბაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ასტრონომებმა უვარსკვლავო გალაქტიკა აღმოაჩინეს
  • “ზოგს სინდისის, ზოგს პოლიტპატიმარი დაარქვეს და მიაგდეს…” – რას ამბობს თენგიზ შარმანაშვილი
  • ხატია დეკანოიძის განცხადებით, ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე სასამართლოში მივა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge