Thursday, September 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

აგვისტოში ყველაზე მეტად, 9.8 პროცენტით თევზეული, ხორცი და ხორცის პროდუქტები გაძვირდა

September 3, 2026
აგვისტოში ყველაზე მეტად, 9.8 პროცენტით თევზეული, ხორცი და ხორცის პროდუქტები გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ. ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.81 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები 20.8 პროცენტით მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე და 12.8 პროცენტით სატრანსპორტო მომსახურებაზე;

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.72 პროცენტული პუნქტით აისახა. თევზეული, ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.8 პროცენტით გაძვირდა, ზეთი და ცხიმი – 7.8 პროცენტით, პური და პურპროდუქტები – 7.1 პროცენტით. ფასებმა 5.5 პროცენტით მოიმატა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე. ყავა, ჩაი და კაკაო 5.4 პროცენტითაა გაძვირებული, რძე, ყველი და კვერცხი – 2.9 პროცენტით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 1.9 პროცენტით. მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 0.6 პროცენტით გაძვირდა. ამასთან, ფასები -6.1 პროცენტით შემცირდა ხილსა და ყურძენზე.

„საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში ფასები მომატებულია 8.5 პროცენტით, რაც 0.82 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.3 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (8.7 პროცენტი), ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (8.4 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.2 პროცენტით, რაც ჯამურ ინფლაციაზე 0.44 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (8.7 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (2.4 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ასტრონომებმა უვარსკვლავო გალაქტიკა აღმოაჩინეს
  • “ზოგს სინდისის, ზოგს პოლიტპატიმარი დაარქვეს და მიაგდეს…” – რას ამბობს თენგიზ შარმანაშვილი
  • ხატია დეკანოიძის განცხადებით, ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე სასამართლოში მივა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge