Wednesday, September 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ირაკლი ღარიბაშვილს ამ ეტაპზე ახალი გზავნილები არ აქვს”- რას ამბობს ღარიბაშვილის ადვოკატი

September 2, 2026
რუსთავის ციხეში ირაკლი ღარიბაშვილთან მისი ცოლის და შევიდა

განცხადებაში ძალიან კარგად ჰქონდა ახსნილი, რა და როგორ, დამატებით, ამ ეტაპზე ვერაფერს მოგახსენებთ. ძალიან ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მაგრამ დამატებით ვერაფერს გეტყვით, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა ნათია თამაზაშვილმა პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მან ყოფილი პრემიერი მას შემდეგ მოინახულა, რაც მასთან სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი იმყოფებოდა.

მმართველი გუნდის მიერ ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო განცხადებაზე გაკეთებულ შეფასებებზე, რომლის მიხედვითაც, ყოფილი პრემიერი, „ნაცმოძრაობა“ და ქვეყნის მტრები ერთ ენაზე საუბრობენ, თამაზაშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი მთელი თავისი ცხოვრება სწორედ მათ ებრძოდა.

„რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებით რა უნდა გითხრათ, ირაკლი მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება რადიკალურ ოპოზიციას ებრძოდა, დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – აცხადებს თამაზაშვილი.

კითხვაზე, თუ რამდენად არის ღარიბაშვილის უსაფრთხოება დაცული, ადვოკატი კონკრეტულ პასუხს არ სცემს.

„ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით. საწინააღმდეგო ამ ეტაპისთვის არაფერი მომისმენია. შიშებზე საუბარს ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ დავიწყებ, ირაკლის რისი თქმაც უნდოდა, განაცხადა თავის განცხადებებში და ვფიქრობ, ძალიან მკაფიო და ნათელია. ამ ეტაპზე ახალი გზავნილები არ აქვს, დარწმუნებული ვარ, თუ რამე ექნება თავისი პოზიცია და ვფიქრობ, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებითაც თავისი ღირსეული პასუხი ექნება“, – აცხადებს თამაზაშვილი.

კითხვაზე, თუ როგორ აპირებს ღარიბაშვილი დაანონსებული ბრძოლის გაგრძელებას, თამაზაშვილი პასუხობს, რომ ყოფილი პრემიერი ამაში „საკუთარი თავის და ოჯახის დაცვას“ გულისხმობდა.

კითხვაზე, თორნიკე რიჟვაძის საქმესთან, ან გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილ ხელმძღვანელთან დაკავშირებით ფლობს თუ არა ღარიბაშვილი რაიმე სახის ინფორმაციას, ადვოკატი ასე პასუხობს:

„არ გვისაუბრია ამ საკითხებზე და ნამდვილად ვერ გავაკეთებ კომენტარს“, – აცხადებს თამაზაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • აფხაზი ბლოგერი, დაურ ბუავა უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს
  • ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი ამტკიცებს, რომ ყოფილი პრემიერის განადგურების პროცესი ივანიშვილთან არის შეთანხმებული
  • “ირაკლის ვუთხარი, რომ ბრძოლაა საჭირო, როცა შენთვის ძვირფასი ადამიანები „გწირავენ ” – რას აცხადებს ალექსანდრე თამაზაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge