საქართველოს ჩემპიონატში, შესაძლოა დუაით ჰოვარდი ვიხილოთ, – ინფორმაციას „სპორტმიამბე“ ავრცელებს. მასთან მოლაპარაკებას სუპერლიგის კლუბი „ბლექ ფორტრესი“ აწარმოებს.
შეგახსენებთ, რომ ჰოვარდი NBA-ის დრაფტზე 2004 წელს „ორლანდო მეჯიქმა“ აიყვანა. 2020 წელს მან ჩემპიონობა „ლეიკერსთან“ ერთად მოიპოვა, მანამდე კი „ოლ სტარი“ 8-ჯერ ითამაშა.
ჰოვარდი ამჟამად 40 წლისაა და ბოლო სეზონი მონოლეთის ცემპიონატში გაატარა.
