Wednesday, September 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„არ ვიცოდით სად იყო“ – რას ითხოვენ სტუდენტები, რომლებიც ხიჭაურის უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ

September 2, 2026
„არ ვიცოდით სად იყო“ – რას ითხოვენ სტუდენტები, რომლებიც ხიჭაურის უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ

სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ხიჭაურის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, აცხადებს, რომ მხოლოდ ჩაბარების შემდეგ გაიგეს, სად მდებარეობდა ეს უნივერსიტეტი – მათ სასწავლებელი თბილისში ეგონათ, მაშინ, როცა ის მაღალმთიან აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

სტუდენტები ამბობენ, რომ სწავლის გაგრძელებას თბილისში გეგმავდნენ და არ უნდათ, ან არ შეუძლიათ საცხოვრებლად შუახევში გადასვლა.

მათი მშობლები აქცენტს აკეთებენ ხარჯებზეც, რაც სტუდენტის ოჯახისგან დამოუკიდებლად ცხოვრებას ახლავს – ბინის ქირა, კომუნალურები, საკვებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯები. ისინი ამბობენ, რომ ამისთვის მზად არ იყვნენ, რადგან არ ეგონათ, რომ მათი შვილები მაღალმთიან აჭარაში მდებარე უნივერსიტეტში ჩაირიცხებოდნენ.

მათი ინფორმაციით, „ამ გაუგებრობაში“ ათობით სტუდენტი აღმოჩნდა. სტუდენტების ნაწილმა პირველ სექტემბერს განათლების სამინისტროში განცხადება შეიტანა და პრობლემის მოგვარება ითხოვა.

„გთხოვთ, დაგვეხმაროთ სწავლის გაგრძელებაში“ – წერია განცხადებაში, რომლის ავტორები სამინისტროს ორი სავარაუდო გამოსავალს სთავაზობენ:

ხიჭაურის უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტებს მისცენ დაშვება ე.წ. მეორად ჩარიცხვებზე. ეს არის ერთჯერადი გამონაკლისი იმ სტუდენტებისთვის, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველა საგანში გადალახეს ბარიერი, თუმცა ვერცერთ უნივერსიტეტში ვერ ჩაირიცხნენ;
ხიჭაურის უნივერსიტეტმა სხვა რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს შესთავაზოს ონლაინ ან ჰიბრიდული სწავლება.
მშობლები, რომლებმაც სამინისტროში განცხადება ჩააბარეს, „ბათუმელებთან” საუბრისას ამბობენ, რომ უწყების წარმომადგენელმა, რომელიც მათ შეხვდა, გაესაუბრა და ოფიციალური განცხადებით მიმართვა ურჩია, მეორად ჩარიცხვებში მონაწილეობის შესაძლებლობა, ფაქტობრივად, გამორიცხა.

რაც შეეხება ჰიბრიდული სწავლების შესაძლებლობას, ამის შესახებ სამინისტროსგან პასუხს სტუდენტები და მათი მშობლები უახლოეს პერიოდში ელოდებიან.

„ვიყავი განათლების სამინისტროში, რომ როგორც მრავალშვილიანი დედა, როგორც თბილისში მაცხოვრებელი, გაგვითვალისწინონ.

ჩემთვის ძალიან რთულია – თბილისში ვმუშაობ, უმცროსი შვილები აქ მიდიან სკოლაში და უფროსი უნდა იყოს მოწყვეტილი სახლს. თან, ძალიან მეხმარებოდა პატარა ბავშვების მოვლაში – მიჰყავდა-მოჰყავდა. მე მესმის, რომ რეგიონებიდან თბილისშიც მოდიან სტუდენტები, მაგრამ ჩემ შემთხვევაში, ჩათვალეთ, რომ მარჯვენა ხელი რომ მოგაცალონ, იგივე იქნება. 4 შვილის დედობა ისედაც რთულია ფინანსურად და იქ თუ გავუშვი, ბინა უნდა ვუქირავო, კომუნალურები, საჭმელი ხომ უნდა?!

არ ვიცოდით მანამდე სად იყო ეს უნივერსიტეტი, არ ჩანდა ცნობარში. ამიტომ მოვყევით ამ გაუგებრობაში.

იქნებ მისცენ მეორადი ჩარიცხვის შანსი, როგორც სხვებს მისცეს. დისტანციური სწავლებაც მოსახერხებელი იქნება”, – ამბობს ხიჭაურის უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაზე ჩარიცხული ერთ-ერთი სტუდენტის დედა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

რატომ შეიქმნა პრობლემა – სტუდენტების განმარტება
ხიჭაურის უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტები, რომლებსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, აცხადებენ, რომ გაუგებრობა უნივერსიტეტის სახელწოდებამ გამოიწვია.

ხიჭაურის უნივერსიტეტს ოფიციალურად ჰქვია „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი”. სტუდენტების ნაწილს ეს სახელწოდება აერია „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში”, რომელიც თბილისში მდებარეობს, ზოგიერთი სტუდენტი კი ამბობს, რომ რეგიონში მდებარე ყველა უნივერსიტეტის სახელწოდებაში მითითებულია მისი მდებარეობა და რადგან ამ შემთხვევაში ქალაქი დაკონკრეტებული არ იყო, ავტომატურად ჩათვალეს, რომ ეს უნივერსიტეტი თბილისში უნდა ყოფილიყო. განაგრძეთ კითხვა…

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილს პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებს
  • “საქართველოს ხელისუფლებამ დენის კულანინის დეპორტაცია არ უნდა დაუშვას”… – Amnesty International
  • ავტომობილის გამონაბოლქვის შემოწმებაზე უარის თქმის ან თავის არიდების ფაქტებზე შესაძლოა, ჯარიმა გაიზარდოს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge