Wednesday, September 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ნებისმიერი ასეთი წერილი, რომელიც გამოქვეყნდება ჩვენი გუნდის ყოფილი ლიდერის მხრიდან, ორმაგ პასუხისმგებლობას აკისრებს” – ზვიად შალამბერიძე

September 2, 2026
“ნებისმიერი ასეთი წერილი, რომელიც გამოქვეყნდება ჩვენი გუნდის ყოფილი ლიდერის მხრიდან, ორმაგ პასუხისმგებლობას აკისრებს” – ზვიად შალამბერიძე

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომელიც ფაქტებით და არგუმენტებით გამყარებული არ იყო, ოპოზიციის სხვადასხვა ლიდერებმა აიტაცეს და ჩვენი გუნდის საწინააღმდეგოდ გამოიყენეს – ღარიბაშვილს ორმაგი პასუხისმგებლობა ეკისრება, რომ მსგავსი განცხადებები ოპოზიციის წისქვილზე წყლის დასხმის საბაბი არ გახდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ის ფაქტი, რომ გაზეთში რაღაც სტატია იყო მოყვანილი, ნამდვილად არ არის სერიოზული“ და ეს „ქართული ოცნებისთვის“ ვერ იქნება მყარი არგუმენტი, რომ „ამაზე, რეალურად, საქმე აღიძრას, ან რაღაცა მსგავსი ნაბიჯი გადაიდგას“.

„ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქნება გაჟღერებული, არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი გუნდის წევრი იქნება, თუ ჩვენი გუნდის ყოფილი წევრი, აუცილებლად უნდა იყოს გამყარებული ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტებით და არგუმენტებით. ჩვენ დღევანდელ დღეს ვხედავთ, რომ განცხადება, რომელიც ფაქტებით და არგუმენტებით გამყარებული არ იყო, ოპოზიციის სხვადასხვა ლიდერმა აიტაცეს და ჩვენი გუნდის საწინააღმდეგოდ გამოიყენეს. იმ ფონზე, როდესაც ამ განცხადებას აკეთებს ადამიანი, რომელიც ჩვენი გუნდის ლიდერი იყო, რა თქმა უნდა, ორმაგი პასუხისმგებლობა ეკისრება, რომ მსგავსი განცხადებები არ გახდეს ოპოზიციის წისქვილზე წყლის დასხმის საბაბი. შესაბამისად, იმედი მაქვს, მომავალში მსგავსი ინფორმაციას, რომელსაც ისინი აიტაცებენ და ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებენ ყოველგვარი ფაქტის და არგუმენტის გარეშე, ადგილი აღარ ექნება. ის ფაქტი, რომ გაზეთში რაღაც სტატია იყო მოყვანილი, ნამდვილად არ არის სერიოზული. ჩვენთვის მყარი არგუმენტი ვერ იქნება, რომ ამაზე რეალურად, საქმე აღიძრას, ან რაღაც მსგავსი ნაბიჯი გადაიდგას.

ნებისმიერი ასეთი წერილი, რომელიც გამოქვეყნდება ჩვენი გუნდის ყოფილი ლიდერის მხრიდან, ორმაგ პასუხისმგებლობას აკისრებს, იმიტომ, რომ აუცილებლად უნდა იყოს გამყარებული ფაქტებით და არგუმენტებით. სხვა ნებისმიერი წერილი, რომელიც შეიძლება გამოქვეყნდეს, იქნება არასერიოზული. ამას უბრალოდ სერიოზულად ვერ აღიქვამს საზოგადოება, ჩვენი გუნდი. არ აქვს მნიშვნელობა ეს ირაკლი ღარიბაშვილი იქნება თუ ვინმე სხვა ჩვენი გუნდის ყოფილი ნებისმიერი წევრი, რომელიც საპატიმრო დაწესებულებაში შეიძლება არ იყოს. სხვასაც შეუძლია რაღაც განცხადება გააკეთონ და მერე ამაზე ვიღაც-ვიღაცებმა შეთქმულების თეორია ააგონ. მე, როგორც „ქართული ოცნების“ წევრი, ვიმედოვნებ, რომ მსგავსი განცხადებები აღარ იქნება მომავალში, რომელიც ჩვენს გუნდს დააზიანებს,“ – განაცხადა შალამბერიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ახსენებს ყოფილ თანაგუნდელებს – პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე განაცხადა.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ საზოგადოება უკვე დარწმუნდა, რომ მისი მიერ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც მისივე თქმით, მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა, ნამდვილია და მასში დასახელებული ფაქტები სიმართლეს შეესაბამება.

ექსპრემიერის თქმით, მამუკა მდინარაძემ “ამ საქმეში იმდენად მძიმე და უხეში შეცდომები დაუშვა, რომ ამან გამოიწვია არამხოლოდ მისი თანამდებობიდან მოხსნა, არამედ პოლიტიკიდან წასვლა”.

“თუმცა, საზოგადოებას მინდა გავაცნო ჩემი პოზიცია: მდინარაძის პოლიტიკიდან გაყვანა ვერ წაშლის მისი და ირაკლი კობახიძის თანამონაწილეობით ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის და „ქართული ოცნებისთვის“ მიყენებულ უმძიმეს და გამოუსწორებელ ზიანს”, – აღნიშნავს ყოფილი პრემიერი.

ასევე, ირაკლი ღარიბაშვილი ვრცელ წერილში სვამს კითხვას, “რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?” და ამბობს, რომ საზოგადოებაში “დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილს პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებს
  • “საქართველოს ხელისუფლებამ დენის კულანინის დეპორტაცია არ უნდა დაუშვას”… – Amnesty International
  • ავტომობილის გამონაბოლქვის შემოწმებაზე უარის თქმის ან თავის არიდების ფაქტებზე შესაძლოა, ჯარიმა გაიზარდოს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge