“დღევანდელი უსამართლობის შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო. გადაყვანილია ქ.თბილისის მთავარ სამმართველოში, დიღომში.“ – წერს თამაზ ელიზბარაშვილი სოციალურ ქსელში.
1 სექტემბერს პოლიციამ თავდაპირველად ელიზბარაშვილის ავტომობილი და სახლი გაჩხრიკა, მოგვიანებით კი ბიზნესმენი სამმართველოში გადაიყვანა. შსს-ის ცნობით, ის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
გამოძიება სსკ-ის 151-ე – მუქარისა და 236-ე – ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით მიმდინარეობს.
