“ლამის სახლს ძირი გამოუთხარონ და იქ მცხოვრებლები ამას ვერ გრძნობენ?! ვინ აკონტროლებს ამ სამუშაოებს და ვინ იძლევა გარანტიას, რომ არსებული კორპუსის მდგრადობას საფრთხე არ შეექმნება?… ადამიანის სიცოცხლე და საცხოვრებელი სახლის უსაფრთხოება არც ერთი მშენებლობის ტემპზე და არც ერთ ბიზნესინტერესზე დაბლა არ უნდა იდგეს…“ – წერს თამაზ ბაკურიძე სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.
