ახალი ყურძნის იმპორტმა საქართველოში მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ბოლო წლების მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 1 653 ტონა ახალი ყურძენი, ჯამში 1.855 მლნ აშშ დოლარის ღირებულების შემოვიდა. საგარეო ვაჭრობის პორტალზე მონაცემები 2009 წლიდან ქვეყნდება და აღნიშნულ პერიოდში იმპორტის მოცულობა ამაზე მაღალი არ ყოფილა.
შედარებისთვის, 2025 წლის იანვარ-ივლისში ახალი ყურძნის იმპორტმა 1 210 ტონა (1.419 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში — 909.2 ტონა (1.098 მლნ აშშ დოლარი), ხოლო 2023 წლის შვიდ თვეში — 1 490 ტონა (1.594 მლნ აშშ დოლარი).
საქართველოში ახალი ყურძნის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა – რა ფასად შემოდის 1 კილოგრამისაქართველოში ახალი ყურძნის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა – რა ფასად შემოდის 1 კილოგრამი
ახალი ყურძნის იმპორტმა საქართველოში მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ბოლო წლების მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 1 653 ტონა ახალი ყურძენი, ჯამში 1.855 მლნ აშშ დოლარის ღირებულების შემოვიდა. საგარეო ვაჭრობის პორტალზე მონაცემები 2009 წლიდან ქვეყნდება და აღნიშნულ პერიოდში იმპორტის მოცულობა ამაზე მაღალი არ ყოფილა.
შედარებისთვის, 2025 წლის იანვარ-ივლისში ახალი ყურძნის იმპორტმა 1 210 ტონა (1.419 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში — 909.2 ტონა (1.098 მლნ აშშ დოლარი), ხოლო 2023 წლის შვიდ თვეში — 1 490 ტონა (1.594 მლნ აშშ დოლარი).
სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში 1 კგ ახალი ყურძნის საშუალო საიმპორტო ფასმა 1.12 აშშ დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი აღნიშნული მაჩვენებელი 1.17 დოლარი იყო.
შენიშვნა: საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშეა დაანგარიშებული და საშუალო მაჩვენებელს წარმოადგენს.
რაც შეეხება იმპორტის ქვეყნებს, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ახალი ყურძენი საქართველოში მხოლოდ ოთხი ქვეყნიდან შემოვიდა. რაოდენობის მიხედვით, იმპორტის 83% სომხეთზე მოდის.
კერძოდ:
სომხეთი — 1 369 ტონა, 1.273 მლნ აშშ დოლარი;
თურქეთი — 155 ტონა, 145.8 ათასი აშშ დოლარი;
ნიდერლანდები — 98.8 ტონა, 408.6 ათასი აშშ დოლარი;
აზერბაიჯანი — 29.8 ტონა, 27.7 ათასი აშშ დოლარი.
სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან ექსპორტზე 25.1 ტონა ყურძენი, 106.9 ათასი აშშ დოლარის ღირებულების, გავიდა. აღნიშნული ყურძენი ადგილობრივი წარმოშობის არ ყოფილა და,
შესაბამისად, რეექსპორტირებულია.
