ჯარში გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება – მთავრობამ გაწვევის წესში ცვლილებები დაამტკიცა. თუ წვევამდელთან შეტყობინების ჩაბარება ვერ მოხერხდა, უწყება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება. გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება, რის შემდეგაც პირს სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად სააგენტოში გამოცხადებისთვის 10 დღე ექნება
