Tuesday, September 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მომხმარებლების დაცვა მხოლოდ მაღალრისკიანი ტრანზაქციებისგან ხდება და ის არ ეხება ჩვეულ გადახდა/გადარიცხვებს – საქართველოს ეროვნული ბანკი

September 1, 2026
ეროვნული ბანკი განმარტავს, რას უკავშირდება რეფინანსირების სესხების მოცულობის შემცირება

მომხმარებლების დაცვა მხოლოდ მაღალრისკიანი ტრანზაქციებისგან ხდება და ის არ ეხება ჩვეულ გადახდა/გადარიცხვებს – ასე ეხმაურება საქართველოს ეროვნული ბანკი დღეიდან გამკაცრებულ ახალ რეგულაციას, რომლის მიხედვითაც 60 წელს გადაცილებული პირებისთვის 500 ლარზე მეტის აზარტული, კრიპტო ტრანზაქცია საეჭვოდ ითვლება.

„საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციისა და ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში შესული ცვლილებები მიზნად ისახავს მომხმარებლის მაღალრისკიანი ტრანზაქციებისგან და შესაძლო ფინანსური თაღლითობისგან დაცვას.

დამატებითი დაცვის მექანიზმი შეეხება მხოლოდ იმ შემთხვევებს, როდესაც საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (მათ შორის, კომერციული ბანკი, მიკრობანკი, რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია) შემდეგ ოთხ გარემოებას ერთდროულად გამოავლენს:

გადახდის ოპერაციის შინაარსი დაკავშირებულია თაღლითობის მაღალი რისკის პროფილის საქმიანობასთან;

გამოვლენილია მომხმარებლის ხარჯვისა და ქცევის უჩვეულო თავისებურება;

გადახდის ოპერაციის თანხა აღემატება 500 ლარს;

მომხმარებლის ასაკი აღემატება 60 წელს;

ყველა ზემოჩამოთვლილ შემთხვევაში საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია 48 საათით შეაჩეროს მომხმარებლის მიერ ინიციირებული ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულება, დაუკავშირდეს მომხმარებელს და მარტივი და გასაგები ფორმით მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია რისკების ან შესაძლო თაღლითობის შესახებ.

მომხმარებელს რისკიანი ან საეჭვო ტრანზაქციის ინიციირების შემდეგ 48 საათის განმავლობაში ექნება საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. თუ მომხმარებელი ოპერაციის შესრულებას კვლავ გადაწყვეტს, ამის შესახებ მან მომსახურების პროვაიდერს უნდა დაუდასტუროს“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისში რუსეთის მოქალაქეების მხრიდან უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაიზარდა
  • რუსეთში მომხდარი ავტოავარიის დროს დაღუპულთა შორის არიან ავტობუსის მძღოლები აკაკი ტოფაძე და თემურ ბანცაძე
  • ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge