კულტურის მინისტრის პოსტი ისევ ვაკანტურია – ” ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ იციან ვინ შეცვლის რუხაძეს. ამის შესახებ ბეჟან წაქაძემ ” ტვ პირველის” კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
კითხვაზე, იცის თუ არა, ვინ იქნება თიკა რუხაძის შემცვლელი, ” ქართული ოცნების” დეპუტატი ასე პასუხობს:
“ძალიან კარგი პიროვნება.”
შეგახსენებთ, რომ კულტურის მინისტრმა თანამდებობა 28 ივლისს დატოვა. რუხაძემ გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა და თქვა, რომ მას საგანგებო კურსის გავლა ესაჭირეობა, რის გამოც “მინისტრის მოვალეობას ჯეროვნად ვეღარ შეასრულებს.”
