Tuesday, February 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

22 წლის რუსთაველმა ბიჭმა მუშაობა Amazon-ში დაიწყო

July 26, 2022
22 წლის რუსთაველმა ბიჭმა მუშაობა Amazon-ში დაიწყო

22 წლის რუსთაველმა ლუკა ემრაშვილმა ამერიკულ მულტინაციონალურ ტექნოლოგიურ კომპანია Amazon-ში მუშაობა დაიწყო. – ამის შესახებ ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს

ლუკა გიგანტური კომპანიის ნიუ იორკის ოფისში პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერის პოზიციაზე დასაქმდა.

ახალგაზრდა რუსთაველმა რუსთავის 24-ე საჯარო სკოლა დაამთავრა, შემდეგ კი კომპიუტერული ინჟინერია სან დიეგოს უნივერსიტეტში შეისწავლა.

Amazon-ში დასაქმებამდე განვლილი რთული და ხანგრძლივი გზის შესახებ ლუკამ საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავთან” ისაუბრა.

“Amazon-ის რეკრუიტინგ პროცესი საკმაოდ კონკურენტულია. რამდენიმე ეტაპისგან შედგება, 1 წლით ადრე იწყება და საშუალოდ 2 თვე გრძელდება. პირველი ეტაპი იყო online assessments, რაც გულისხმობს რამდენიმე პროგრამული ამოცანის ამოხსნას online პლატფორმაზე. შემდეგ იყო, Amazon Work Simulation, რაც ორ საათს გაგრძელდა, მოიცავდა სამუშაო გარემოს სიმულაციას და კონკრეტულ სიტუაციებში 5 სავარაუდო პასუხზე პრიორიტეტების მინიჭებას. შემდეგ იყო Amazon work style assessment, სადაც მოწმდება რამდენად თანხვედრაში ხარ Amazon-ის leadership პრინციპებთან. ამ ეტაპების შედეგი ჯამდება და გიწვევენ ფინალურ ინტერვიუების რაუნდზე, რომელიც შედგება სამი 45 – წუთიანი ინტერვიუსგან, სადაც ამაზონის ინჟინრების პირისპირ გიწევს პროგრამული ამოცანების ამოხსნა და “behavioural” კითხვებზე პასუხების გაცემა.

18 ნოემბერს მქონდა ფინალური ინტერვიუების ეტაპი, 23 ნოემბერს კი მომივიდა შემოთავაზება Amazon-ის ნიუ იორკის ოფისიდან. როდესაც გავიგე რომ ამიყვანეს, სან დიეგოში ვიმყოფებოდი, იქ ვსწავლობდი. მიჭირს სიტყვიერად გადმოვცე ის ემოცია, რაც იმ მომენტში დამეუფლა, უაღრესად ბედნიერი და გახარებული ვიყავი, რადგან ჩემ მიერ ამ პროცესში დახარჯულმა დრომ და ენერგიამ შედეგი გამოიღო.

რაც შეეხება ჩემს როლს ამაზონში, ვარ ნიუ იორკის ოფისში პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის პოზიციაზე, Personalization – ის გუნდში, რომელიც განსაზღვრავს Amazon – ის თითოეული მომხმარებლისთვის პროდუქტების რეკომენდაციებს, თუ რა ნივთებს იხილავს კლიენტი როდესაც საიტს ან აპლიკაციას გახსნის, წარსულში შეძენილი, თუ მოძებნილი ნივთებიდან გამომდინარე. ვმუშაობთ მანქანური დასწავლის პლატფორმაზე, რომელსაც გადაეცემა სხვადასხვა ტიპის მონაცემები, შედეგად კი იძლევა შესაბამის რეკომენდაციებს”,- აცხადებს ლუკა “ინფო რუსთავთან” საუბრისას.

ახალგაზრდა რუსთაველის თქმით, მისი გეგემა ამაზონში პროფესიული განვითარებაა, სამომავლოდ კი საქართველოში დაბრუნება სურს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მოსალოდნელია დიდთოვლობა” – გაფრხილება მოსახლეობას
  • გაზი 15 საათით შეწყდა – ცნობილია აღდგენის დრო
  • “სიღარიბის დაძლევა არ არის უბრალოდ დანახარჯების გაზომვა, არამედ იმის მიღწევა, რომ ადამიანების დიდ მასას, რომელსაც ჰქონდა პრობლემა, ჰქონდეს მეტი უნარი” – მიხეილ სარჯველაძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge