Tuesday, September 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ლევან ხაბეიშვილს არაერთხელ შეეთავაზა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება, თუმცა, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს…” – პროკურორი ლევან ხაბეიშვილის მიმართ ძალადობის საქმეზე

September 1, 2026
“ლევან ხაბეიშვილს არაერთხელ შეეთავაზა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება, თუმცა, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს…” – პროკურორი ლევან ხაბეიშვილის მიმართ ძალადობის საქმეზე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალდებული ყოფილი ძალოვნების საქმის პროკურორის, ლაშა გამყრელიძის განცხადებით, ხაბეიშვილი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.

აღნიშნულით მან უპასუხა შეკითხვას, გამოიკითხნენ თუ არა მოქმედი და

ყოფილი პოლიციის მაღალჩინოსნები, რომელთაც პოლიტიკოსი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და გულგრილობაში ადანაშაულებს.

როგორც პროკურორი განმარტავს, ხაბეიშვილთან ციხეში გამომძიებელიც იყო შესული, თუმცა, მან ჩვენება არ მისცა.

„ლევან ხაბეიშვილს არაერთხელ შეეთავაზა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება, თუმცა, ის ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზით საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებში არ იღებს მონაწილეობას, შესაბამისად, ჩემთვის უცნობია, ის რას აცხადებს მასმედიაში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის არ თანამშრომლობს გამოძიებასთან.

პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა გამომძიებელი, თუმცა, ლევან ხაბეიშვილმა ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განაცხადა”,- განაცხადა გამყრელიძემ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურორმა შესავალი სიტყვა წარმოთქვა.

პროცესს არც ერთი ბრალდებული არ დასწრებია.

საქმე ეხება სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების ყოფილი უფროსისა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლის ბრალდებას.

ცნობისთვის, პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.

ორი სპეცრაზმელი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.

ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინა ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილის საქმის განხილვა ცალკე ეპიზოდად მიმდინარეობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვრცელდება მეზობლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის ვინაობა – დეტალები ოზურგეთიდან
  • “მხოლოდ საკუთარი თავის და ოჯახის გადარჩენას ემსახურება…”- რას ამბობს გიორგი შარაშიძე ირაკლი ღარიბაშვილზე
  • გურიკა დადიანიძის დედა სოციალურ ქსელში დაკარგულ შვილს დაბადების დღეს ულოცავს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge