10 წლის ფეხბურთელი, ბაჩო ჭალიძე, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში ველოსიპედით მოძრაობისას დაშავდა და ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, კვლავ მოედანზე დაბრუნდა.
10 წლის ბიჭი სოფელ დიდ გარეჯვარში 3 ივლისს ველოსიპედით მოძრაობისას დაშავდა. ოჯახი გორმედის კლინიკის ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ არასწორად შეფასებული მდგომარეობის გამო, მოზარდს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.
