ირაკლი ღარიბაშვილს სახალხო დამცველთან შეხვედრა სურს – აღნიშნულის შესახებ განცხადება მისმა ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა გააკეთა.
გელაშვილი სახალხო დამცველს მოუწოდებს, რომ ღარიბაშვილთან შევიდეს.
“26 აგვისტოს ჩანიშნული იყო ხანგრძლივი პაემანი. მას უნდა ენახა თავისი შვილები, რომლებიც 3 თვის განმავლობაში არ უნახავს და ეს პაემანი გაუუქმეს. ჩანიშნული პაემნის გაუქმება როგორ არის სიცრუე, ეს არ არის რთული გადასამოწმებელი.
მოვუწოდებ სახალხო დამცველს, თვითონ ან მისი წარმომადგენელი შევიდეს ისევ. ეს აუცილებელია იმიტომ, რომ როდესაც მცირეწლოვან შვილებს სამი თვის განმავლობაში არ გაჩვენებენ და პაემანს გიუქმებენ, ეს მისი უფლებების დარღვევაა.
გადაამოწმოს სახალხო დამცველმა, სიმართლეს ვამბობთ თუ არა ჩვენ“ – ამბობს ადვოკატი. მის განცხადებას Interpressnews ავრცელებს
