ლიონელ მესიმ გამოაცხადა, რომ არგენტინის ეროვნული ნაკრებიდან მიდის.
“ფინალიდან ამ დროის განმავლობაში, ბევრი ფიქრის შემდეგ, მინდა ყველას გაცნობოთ, რომ ეროვნულ ნაკრებს ვემშვიდობები…
გეფიცებით, ყველაფერი გავიღე – არა მხოლოდ ბოლო წლებში, როდესაც ყველაფერი მოვიგეთ, არამედ მანამდეც; ყოველთვის ვიბრძოდი და თავს ვწირავდი ამ მაისურისთვის, იმისთვის, რომ სიხარული მომენიჭებინა თქვენთვის და ფეხბურთის მეშვეობით არგენტინელობით გეამაყათ…
ბოლომდე დავიხარჯე, მეტი გასაცემი აღარაფერი მაქვს, თანაც მოდიან შესანიშნავი ახალგაზრდები, რომლებიც იმსახურებენ აქ ყოფნას. გმადლობთ ამ 20 წლის განმავლობაში გამოხატული მთელი იმ სიყვარულისთვის. ძალიან მომენატრება თქვენი შეძახილების შიგნიდან, მოედნიდან მოსმენა. ახლა მეც ერთ-ერთი თქვენგანი გავხდები, რომელიც მუდამ გარედან გიქომაგეთ და დაგიჭერთ მხარს (ლხინშიც და ჭირშიც, განსაკუთრებით ჭირში)…
მივდივარ იმ სიმშვიდითა და სიამაყით, რომ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად სანუკვარი წუთები გაჩუქეთ. ნამდვილი გიჟური ბედნიერება იყო ამის თქვენთან ერთად გამოცდა. მიყვარხართ!
მადლობა ღმერთს, არგენტინელად რომ გამაჩინა.
წინ, არგენტინა!..” – წერს მესი სოციალურ მედიაში
