ნუცუბიძის I პლატოს მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ისინი სოციალურ ქსელში აქვეყნებენ ფოტოებსა და ვიდეოებს და ამბობენ, რომ თბილისის მერიამ საცხოვრებელ კომპლექსს “შატილის კოშკები” რეაბილიტაცია არასწორად ჩაუტარა, რის შედეგადაც საცხოვრებელ სახლებში წყალი ჩადის და ბათქაში ცვივა.
“საცხოვრებელი კომპლექსი შატილის კოშკების” შეცდომით რეაბილიტირებული ხიდებიდან დაზარალებული ოჯახების ნაწილი. ხიდები გადის საძინებლების თავზე და, როგორც წვიმს გარეთ, ისე წვიმს სახლში. ხიდები გადის საძინებლების თავზე და როგორც წვიმს გარეთ, ისე წვიმს სახლში” – წერს ერთ-ერთი მოქალაქე.
