Monday, August 31, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ახალი დეტალები 13 წლის მოზარდზე, რომელსაც ელვამ დაარტყა

August 31, 2026
ახალი დეტალები 13 წლის მოზარდზე, რომელსაც ელვამ დაარტყა

მეჯვრისხევის სიახლოვეს, ჭექა-ქუხილის დროს დაშავებული მოზარდები თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადიან მკურნალობას.

ცნობილია, რომ 29 აგვისტოს, მეჯვრისხევის სიახლოვეს, ჭექა-ქუხილის დროს, ელვამ 13 წლის მოზარდს, შოთიკო მექვაბიშვილს დაარტყა.ძლიერმა მუხტმა მას გულმკერდის არე დაუზიანა და ფეხის ქუსლი გაუხეთქა. მინდორში მის გვერდით მყოფი გოდერძი ელოშვილი კი ძლიერმა ტალღამ ძირს დააგდო, ბავშვს ხელიდან ჯოხიც კი გაუვარდა.

რა მოხდა იმ დღეს და როგორ განვითარდა მოვლენები, ამის შესახებ „ქართლის ამბებს“ დეტალურად ბავშვების ახლობელი, მანო გიგოლაშვილი უყვება. ბავშვები მისი ძმის, გიგო გიგოლაშვილის ფერმაში იმყოფებოდნენ.

როგორც მანო გიგოლაშვილი ამბობს, შოთიკო მექვაბიშვილი და გოდერძი ელოშვილი იმ დღეს გიგო გიგოლაშვილს საქონლის ჩამოყვანაში ეხმარებოდნენ. ბავშვებს იქ ყოფნა განსაკუთრებით უხაროდათ, საქონლის მოვლასთან ერთად ცხენითაც ერთობოდნენ და დროს ხალისიანად ატარებდნენ.

,,წვიმა რომ დაიწყო, ბავშვები ეკლესიაში შესულან. ჩამქრალი სანთლები დაუნთიათ. თან პირჯვარი გადაუწერიათ. გიგო ზევით წასულა, საქონელი უნდა გამოერეკა. ბავშვებიც გამოვიდნენ ეკლესიიდან, რომ გიგოს დახმარებოდნენ. უცბად ძლიერი ჭექა-ქუხილი დაიწყო.

„ცა ძალიან განათდაო. გოდე იხსენებს, რომ თვალი რომ გავახილე, ძირს ვეგდე და ჯოხიც ხელიდან მქონდა გადავარდნილიო. დაუნახავს, რომ შოთიკო გულწასული იყო, მაისური მაღლა ჰქონდა აწეული. გოდე ყვიროდა – შოთიკო, შოთიკო! შემდეგ ყვირილით სოფლისკენ გაიქცა, რათა ვინმე ეპოვა დასახმარებლად.

,,გოდეს გზაში თანასოფლელი გიორგი ჭაღინაშვილი შეხვდა მანქანით. ამასობაში გიგოც გამოჩნდა, დაუნახავს უგონოდ მყოფი შოთიკო, ხელშიაყვანილი მოჰყავდა. სხეული ცივი ჰქონდაო ბავშვს. გულწასული შოთიკო ბიჭებმა მანქანით მეჯვრისხევის პოლიციის განყოფილებისკენ წაიყვანეს, სადაც პოლიციელებმა იყოჩაღეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადა დროულად გამოიძახეს.” – უყვება ,,ქართლის ამბებს” მანო გიგოლაშვილი.

ელვისგან დაშავებული ბავშვი თავდაპირველად გორის ,,გორმედში” მიიყვანეს, მოგვიანებით კი თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. მანო გიგოლაშვილი ამბობს, რომ იმ მძიმე წუთებში ოჯახმა განსაკუთრებით იგრძნო ღვთის წყალობა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სომხეთი საქართველოდან ელექტროენერგიის შესაძლო იმპორტის საკითხს განიხილავს
  • ლილუაშვილის საქმე – სასამართლოში წერილობით მტკიცებულებებს და ვიდეო-ჩანაწერებს გამოიკვლევენ
  • “ოპოზიცია ვინაიდან ვერაფერში იმარჯვებს, ერთადერთი, რაც რჩებათ, არის სხვის გადაწყვეტილებებზე პარაზიტირება…” – რას ამბობს შალვა პაპუაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge