Monday, August 31, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“​აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო, თქვენ ხართ საქართველოს მტრები…” – გურამ მაჭავარიანი

August 31, 2026
“ევროპაში ცოლებთან ერთად ვინც მიდის, საღამოობით არავინ უშვებს ხელს…” – რას ამბობს ლევან მაჭავარიანი

“ჩემს წინა პოსტებში საზოგადოებას ფაქტებითა და არგუმენტებით დეტალურად გავახსენე აგენტურული ოპოზიციის, მდიდარი NGO-ების და მათი ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალი აქტივისტების მიერ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე ჩადენილი მავნებლობები. დღეს კი, ქრონოლოგიურად გაგახსენებთ ამ აქტორების მხრიდან რევოლუციების მოწყობის მცდელობებსა და ქვეყნის ხელოვნური დესტაბილიზაციის ფაქტებს,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს.

მაჭავარიანის თქმით, ამ მოვლენების განსაკუთრებული სიმძაფრით განვითარება და ამ პროცესებში მათი უცხოელი პატრონების აქტიური ჩართულობა 2020 წლის მიწურულს, რუსეთ-უკრაინის ომამდე ერთ წელზე ოდნავ ადრე იწყება.

„რა თქმა უნდა, ამ დროისთვის რადიკალების უცხოურმა ხელმძღვანელობამ უკვე იცოდა ომის დაწყების შესახებ და ჩქარობდა აგენტურის მოყვანას ხელისუფლებაში, იმისთვის, რომ ომის დაწყებისთანავე მომხდარიყო საქართველოს პროქსი ქვეყნად გამოყენება.

მას შემდეგ, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართველმა ხალხმა მორიგ ჯერზე დაამარცხა აგენტურა, არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველებს USAID შემოჰყავთ თამაშში, რომელიც, თავის მხრივ, ავალებს მის მიერ დაფინანსებულ ISFED-ს, რომ გააყალბოს ხმის პარალელური დათვლის შედეგები. ამ გაყალბებას პროცესების ხელოვნური რადიკალიზაცია უნდა მოჰყოლოდა. მავნებლები გამოდიან ქუჩაში, ცდილობენ „ცესკო-ში“ შეჭრას. აგენტურული პარტიები აცხადებენ ბოიკოტს და რიგგარეშე არჩევნებს ითხოვენ. შეიქმნა ხელოვნური კრიზისი.

რეალურად, აქედან იწყება, სრულიად განსხვავებული მასშტაბით, აგენტურის უცხოელი პატრონების უკვე ღია და თავხედური ჩართულობით, ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობის უწყვეტი პროცესი.

ხელოვნური კრიზისის დასამძიმებლად, აგენტურის გარე პატრონების რამდენიმე ადგილობრივი „სუპერვაიზერის“ დავალებით, გახარია გადადგება თანამდებობიდან. ელჩების ეს ინსტრუქცია გახარიამ რამდენიმე მიზეზით შეასრულა: პროგრამა-მაქსიმუმი ხელისუფლების ჩამოშლა, ხოლო მინიმუმი რამდენიმე თვეში გახარიას პოლიტიკაში შემობრუნებით „ქართული ოცნებისთვის“ ამომრჩევლის წართმევა იყო. გახარიას გადადგომიდან 10 დღეში საქართველოში ჩამოდის შარლ მიშელი და მედიაციის შედეგად შედგენილ ხელშეკრულებაში ჩნდება ჩანაწერი 43%-თან დაკავშირებით. გაუგებარი ბარიერი, რომლის თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მხრიდან ვერ გადალახვის შემთხვევაში ინიშნებოდა რიგგარეშე არჩევნები. სწორედ ამ არჩევნებისთვის იყო საჭირო გახარია. რამდენიმე თვით ადრე მას აბრუნებენ პოლიტიკაში და იწყებს ჭორის გავრცელებას, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროექტია. მიზანი „ქართული ოცნებისთვის“ ხმების წართმევა და ბარიერის გადალახვაში ხელის შეშლა იყო. ხოლო იმისთვის, რომ ერთ წელზე გაწერილი ეს რევოლუციური გეგმა ბოლომდე ყოფილიყო გადაზღვეული, არჩევნებამდე ორი დღით ადრე უკრაინულმა სპეცსამსახურებმა საქართველოში არაჟნის კონტეინერით სააკაშვილი შემოაპარეს. გახსოვთ, რომ 2020-2021 წლების რევოლუციის გეგმა პროცესში მრავალ სხვადასხვა აქციასაც და ერთ-ერთ ასეთ აქციაზე აგენტურის ჟურნალისტების სცენაზე ასვლასაც ითვალისწინებდა.

საბედნიეროდ, ვერც ჟურნალისტებმა მოახდინეს რევოლუცია, ვერც სააკაშვილი მივიდა არჩევნების დღეს რუსთაველზე და ვერც გახარიამ მოატყუა საკმარისი რაოდენობის ხალხი.

ამასობაში, რუსეთ-უკრაინის ომიც დაიწყო.

მას შემდეგ, რაც დახურულ შეხვედრებზე უარი განვაცხადეთ ომში ჩართვაზე, რაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს დე ფაქტო სანქციები დაუწესეს და წვდომა შეუჩერეს თავისი აქტივების დიდ ნაწილზე, რაც უკრაინის ელჩის გაწვევის შედეგად გარედან დაორგანიზებული აქციების, უზარმაზარი წნეხისა და ზეწოლის მიუხედავად, არ დავთანხმდით რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების მთავრობის ოფიციალური ნებართვით გაგზავნას და ჩვენი შეიარაღების უკრაინისთვის გადაცემას, ანუ ომში ჩართვას, დღის წესრიგში კვლავ რევოლუცია დადგა.

NGO-ების რევოლუციის გეგმა შემდეგში მდგომარეობდა: უცხოელი პატრონები კანდიდატ წევრობაზე განაცხადს უკრაინას და მოლდოვას შეატანინებდნენ. საქართველო მათ თუ არ შეუერთდებოდა, აქციების ახალი ტალღა დაიწყებოდა იმ ნარატივზე დაყრდნობით, რომ ხელისუფლებას არ სურდა ევროკავშირში გაწევრება, ხოლო თუ ჩვენც შევიტანდით განაცხადს, სტატუსს უკრაინას და მოლდოვას მისცემდნენ, ჩვენ უარს გვეტყოდნენ და ამით გამოიწვევდნენ სიტუაციის ხელოვნურად იმ დონემდე დაძაბვას, რასაც რევოლუცია უნდა მოჰყოლოდა.

2022 წლის მარტის დასაწყისში საქართველომ შეიტანა განაცხადი. აპრილიდან იწყება აგენტურული პარტიების, მდიდარი NGO-ების და მათი ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალი აქტივისტების დატრენინგება ივნისის მოვლენებისთვის. გვახსოვს ერთ-ერთი ასეთი ტრენინგი, რომელსაც ბაკურიანში ბატონი აკერმანი ატარებდა და რომელსაც ქალბატონი კელი დეგნანიც ესწრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ყველა კრიტერიუმით ვუსწრებდით უკრაინასა და მოლდოვას, სტატუსის გარეშე მხოლოდ საქართველო დატოვეს. გვახსოვს 2022 წლის ივნისის მოვლენები. ჟურნალისტების შემდეგ, ამ შემთხვევაში უკვე NGO ორგანიზაციები ადიან სცენაზე, ითხოვენ მთავრობის გადადგომას და ტექნიკური მთავრობის მათი შეხედულებისამებრ დაკომპლექტებას. საბედნიეროდ, ქართველი ხალხის გვერდში დგომით, რევოლუციის ეს მცდელობაც ჩავარდა.

ამის შემდეგ, 2023 და 2024 წლებში, გამჭვირვალობის ქართული კანონის მიღებისას, საქართველო ორჯერ გადაურჩა რევოლუციას. აღსანიშნავია, რომ ამ ორი რევოლუციის მცდელობას შორის, გარე პატრონების დავალებით, USAID-ს აგენტურის დასატრენინგებლად ამჯერად უკვე ორგანიზაცია „კანვასი“ ჩამოჰყავს. 2024 წლის აქციებზე მეტი სიმწვავისთვის უკვე ევროპული ქვეყნების მინისტრებს და ევროპარლამენტარებსაც ვხედავდით. ეს აქტორები არც მაიდანიზაციის ღია მოწოდებებს ერიდებოდნენ.

„აფერისტულ“ კამპანიაზე სახელწოდებით „რუსული კანონი“, ამ თაღლითობის დროს გამართულ ძალადობრივ აქციებსა და ამ აქციებში საზოგადოების ნაწილის ფაშისტური მეთოდებით იძულებით ჩართულობაზე მე ძალიან ვრცლად და დეტალურად ორი კვირის წინ გამოქვეყნებულ პოსტში ვისაუბრე.

2024 წლის დეკემბერში, აგენტურა აპირებდა 2022 წელს კანდიდატის სტატუსის არ მოცემით განვითარებული მოვლენების უფრო მომზადებული, გაცილებით დიდი ენერგიითა და აგრესიით გამეორებას. სრული კოორდინაციის პირობებში, ბრიუსელი არ გაგვიხსნიდა მოლაპარაკებებს და 2022 წლის ივნისის მოვლენები მეტი სიმწვავით 2024 წლის დეკემბერში უნდა განვითარებულიყო. ნოემბერში დავასწარით და უარი ვთქვით მოლაპარაკებების გახსნის საკითხის ჩვენი მხრიდან 2028 წლამდე დაყენებაზე. დაიწყო ე.წ. თვითორგანიზებული აქციები, სადაც ძალადობის აქამდე არნახული მასშტაბი ვიხილეთ. ეს ე.წ. თვითორგანიზებული აქციები, რა თქმა უნდა, კარგად ორგანიზებული აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩხრეკები ჩატარდა, აგენტურული ოპოზიციისა და მდიდარი NGO-ების ოფისებიდან ამოღებული იქნა ის პიროტექნიკა, მოლოტოვის კოქტეილები და აალებადი ნივთიერებები, რასაც ძალადობრივ აქციებში მონაწილე რადიკალური ჯგუფები იყენებდნენ. ვერც ეს რევოლუცია შედგა.

დიდი ხნით ადრე დაიწყო აგენტურამ, თავიანთ პატრონებთან ერთად, 2025 წლის 4 ოქტომბრის რევოლუციისთვის მომზადება. რამდენიმე დღით ადრე ევროკომისიამ ოფიციალურად სოლიდარობაც კი აღუთქვა ხელისუფლების დამხობის გეგმას. პირდაპირ ეთერში ვუყურებდით პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების მცდელობას. სამართალდამცველი უწყებების იუველირული სიზუსტით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, რევოლუციის ეს მცდელობაც აღიკვეთა.

აგენტურის მიერ ქვეყნის მუდმივი საბოტაჟისა და რყევის მიუხედავად, სახელმწიფო, თავისი ინსტიტუტებით, დგას მოწოდების სიმაღლეზე. ქართველი ხალხის გვერდში დგომით, დღეს ჩვენი ქვეყანა არის ისეთი დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორიც არ ყოფილა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან.

ხელისუფლება, პირველ რიგში, ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ამ ურთულეს დროში ვინარჩუნებთ მშვიდობასა და სტაბილურობას. ვიცავთ ეროვნულ იდენტობას, ვუფრთხილდებით ტრადიციებსა და კულტურას. საქართველოს ვუბრუნებთ ისტორიულ ფუნქციას დაკავშირებადობის კუთხით და ვავითარებთ ამ ფუნქციის შესასრულებლად საჭირო ინფრასტრუქტურას.

საქართველოს შესახებ ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ საქართველოშივე!

აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ხართ საქართველოს მტრები! უკვე იმდენად ღია და დაუფარავია ქვეყნის არევასთან დაკავშირებული თქვენი ქმედებები, რომ თქვენივე მხარდამჭერების დიდი ნაწილიც კი აცნობიერებს, რომ საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი „ქართული ოცნებაა“, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. ჩვენ კი, ქართველ ხალხთან ერთად, ყოველდღე შეგახსენებთ, რომ ამდენი მავნებლობისა და სიბინძურის გამო ბოდიში გაქვთ მოსახდელი ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის!“, – წერს მაჭავარიანი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • უცხო ქვეყნის მოქალაქე საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისთვის დააკავეს
  • ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის, რომლებიც ვერ ჩაირიცხნენ ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე
  • წყალი 12 საათით შეწყდება – კომპანია GWP ინფორმაციას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge