Monday, August 31, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მართვის მოწმობაზე 100 ქულა დაახლოებით 64%-ს აქვს შენარჩუნებული

August 31, 2026
მართვის მოწმობაზე 100 ქულა დაახლოებით 64%-ს აქვს შენარჩუნებული

მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, საქართველოში მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულათა რაოდენობა ჯამში 1 087 953 ადამიანს აქვს შენარჩუნებული. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია საუბარი.

სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი 100-ქულიანი მართვის მოწმობა შენარჩუნებული აქვთ თბილისში. თუმცა დედაქალაქის მოსახლეობის სიმრავლიდან გამომდინარე ეს ლოგიკურიც არის. შესაბამისად, პროცენტულად ვერ ჩაითვლება, რომ თბილისში ყველაზე მეტი კანონმორჩილი მძღოლი ცხოვრობს.

უფრო კონკრეტულად, “ბიზნესპრესნიუსი” შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, გთავაზობთ მონაცემებს, თუ რამდენ პირს აქვს შენარჩუნებული 100-ქულიანი მართვის მოწმობა რეგიონების მიხედვით:

თბილისი – 364 278 პირი
იმერეთი – 163 362 პირი
ქვემო ქართლი – 111 746 პირი
აჭარა – 95 082 პირი
კახეთი – 89 961 პირი
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 83 067 პირი
შიდა ქართლი – 75 168 პირი
სამცხე-ჯავახეთი – 36 775 პირი
გურია – 28 601 პირი
მცხეთა-მთიანეთი – 27 428 პირი
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9005 პირი
აფხაზეთი – 3480 პირი
აღსანიშნავია ისიც, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოში მართვის მოწმობა 1.7 მილიონ ადამიანს აქვს. შესაბამისად, გამოდის, რომ ქულები მართვის მოწმობის მქონე ადამიანების დაახლოებით, 64%-ს აქვს სრულად შენარჩუნებული.

ამასთან, შსს- მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში მართვის მოწმობის ქულები 255 პირს სრულად ამოეწურა. სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ქულები დააკლდა 287 430 პირს.

მონაცემების თანახმად, მართვის მოწმობაზე ქულების დაკლების და ამოწურვის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა. სტატისტიკის მიხედვით, დედაქალაქში მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულები ჯამში 108 პირს ამოეწურა, ხოლო 85 572-ს დააკლდა.

ცნობისთვის, საქართველოში მართვის მოწმობას ყოველი წლის 1-ელ იანვარს 100 ქულა ენიჭება. მძღოლს პოლიციის მიერ დაფიქსირებული სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის ინდივიდუალური რაოდენობის ქულა აკლდება. მაგალითად, მართვის მოწმობაზე ქულა აკლდებათ სიჩქარის გადაჭარბებაზე, ღვედის გაუკეთებლობაზე, მართვისას მობილურ ტელეფონზე საუბრისას და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად გზებზე სიჩქარის გადაჭარბების შემცირება სახელდება. სტრატეგიის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, მთავრობა გეგმავს ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებული სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში მძღოლებისთვის მართვის მოწმობით მინიჭებული ქულების შემცირების სისტემის დანერგვას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • უცხო ქვეყნის მოქალაქე საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისთვის დააკავეს
  • ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის, რომლებიც ვერ ჩაირიცხნენ ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე
  • წყალი 12 საათით შეწყდება – კომპანია GWP ინფორმაციას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge