ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისაში ძლიერი ქარის შედეგად ხე წაიქცა და ავტომობილს დაეცა – მის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივები გვაწვდიან.
“მინიმუმ 2-კილომეტრიანი საცობი შეიქმნა ერთ მხარეს. მოსახლეობამ გაათავისუფლა გზა – პატრული და სამაშველო გვიან მოვიდა” – უყვება მოქალაქე მთავარს.
