დღევანდელ დღეს ზოგიერთს პროფესიონალური წინსვლის პერსპექტივა გაუჩნდება,- ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა „იმედის დილის“ ეთერში ისაუბრა.
„დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ორი მნიშვნელოვანი რამ ხდება, სატურნი-კარიერა და თეთრი მთვარე – მფარველი ანგელოზი ხვდებიან ერთმანეთს მერწყულის ზოდიაქოში. ეს შეხვედრა ნიშნავს იმას, რომ დღეს შეიძლება ზოგიერთმა პროფესიონალური წინსვლის პერსპექტივა დაინახოს ან დააწინაურონ. დღეს შეიძლება ძალიან საინტერესო მოლაპარაკებები იყოს ხელმძღვანელ პირებთან და აქედან გამომდინარე სექტემბრისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები დაისახოს“, – აღნიშნა ცაგარელმა.
მისივე თქმით, ამ კვირაში დღევანდელი მოვლენის გარდა კიდევ ორი მნიშვნელოვანი მოვლენაა მოსალოდნელი.
„მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა ამ კვირაში ახალმთვარეობას უკავშირდება, რომელიც 28-ში გველოდება. გაითვალისწინეთ, რომ ცოტა ფრთხილად გავდივართ ამ დღეს, არავითარი საქმეების გარჩევა, ნერვიულობა, გაღიზიანება. გაუფრთხილდით გულსისხლძარღვთა სისტემას და ზედმეტი სიმძიმეები არ აწიოთ 28-ში და არც ახალი საქმე დაიწყოთ. თუ გვექნება პოზიტიური განწყობა, იუმორი, ხელოვნებასთან ურთიერთობა, ეს იქნება ძალიან კარგი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება პარასკევს. იუპიტერი, გამარჯვების მმართველი პლანეტა შუამავალი ხდება, რეტროგრადული, თითქმის, 24 ნოემბრამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ სირთულეებს შექმნის იურიდიულ, იდეოლოგიურ, პოლიტიკურ და რელიგიურ საკითხებში. ასევე შესაძლოა მოგზაურობის დროს სირთულეები შეიქმნას. სხვადასხვა სახის ცოტა ხელისშემშლელი ფაქტორები იჩენს თავს. სპორტსმენებს ვთხოვ, ცოტა ფრთხილად იყვნენ, ტრავმულობა მოიმატებს ვარჯიშებისა და პაექრობების დროს. ეს ყველაფერი სწორედ ამ იუპიტერის უკუსვლასთან იქნება დაკავშირებული“, – აღნიშნა ცაგარელმა.
მანვე მოუწოდა მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც გულსისხლძარღვთა პრობლემები აქვს, რომ უიშვიათესი შემთხვევაა და ამ კვირაში 5 გეომაგნიტური დღეა, ოთხშაბათიდან და აუცილებელია ყურადღება მიაქციონ.