დღეს, 28 აგვისტოს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპს იწყებს. მისი მეტოქე მონტენეგროა. მატჩი ქორქია-ჯორჯიკიას არენაზე 19:30 საათზე დაიწყება და რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პიველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.
შეხვედრის მნიშვნელობაზე საქართველოს ნაკრების კალათბურთელებიც საუბრობენ და ჩვენც დავამატებთ: პირველი ეტაპის შემდეგ A და B ჯგუფების სამ-სამმა საუკეთესო გუნდმა ექვსგუნდიანი ჯგუფი შექმნა. ქულები ყველას გადაჰყვა, რომლის მიხედვითაც, პირველ ადგილზე ესპანეთია, მეორე-მესამეებს მონტენეგრო და უკრაინა ინაწილებენ, საქართველოს, პორტუგალიასა და საბერძნეთს 3-3 მოგება აქვთ და ცხრილის მეორე ნახევარში არიან.
მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ექვსი ნაკრებიდან მხოლოდ სამი გადის, შესაბამისად, დარჩენილ ექვს შეხვედრას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ესპანეთს, ალბათ, ვერავინ გაასწრებს, დარჩენილი ორი ადგილისთვის კი გააფთრებული ბრძოლა გაჩაღდება. განაგრძე კითხვა
