“მამუკა მდინარაძე მადლობა, მადლობა, მადლობა!” – წერს ოცნების ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში.
დღეს გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ თქვა: “მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო თანამდებობა, პრინციპში პოლიტიკაც”. მან ასევე თქვა, რომ ამის შესახებ წინასწარ ივანიშვილსა და კობახიძეს შეუთანხმდა და გადაწყვეტილების სისწორეში “დაარწმუნა”. “შეიძლება ბიზნესშიც მოვსინჯო ჩემი ძალები” – თქვა მან. მდინარაძე არ გამორიცხავს პოლიტიკაში მობრუნებას და ამბობს: “თუ ძალიან დავჭირდები საკუთარ გუნდს და სხვა გამოსავალი არ იქნება, მარტო ამ შემთხვევაში დავბრუნდები პოლიტიკაში”
