Thursday, November 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ილონ მასკთან რომანის გამო, Google-ის დამფუძნებელი ცოლს შორდება

July 25, 2022
ილონ მასკთან რომანის გამო, Google-ის დამფუძნებელი ცოლს შორდება

ილონ მასკთან არსებული რომანის გამო, კომპანია Google-ის თანადამფუძნებელი სერგეი ბრინი ცოლს შორდება. – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

ბრინმა ნიკოლ შანაჰანთან განქორწინების გადაწყვეტილება მიმდინარე წლის იანვარში მიიღო და განცხადებით შესაბამის უწყებებსაც მიმართა. WSJ-ის მტკიცებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია მასკისა და შანაჰანის რომანტიკულ ურთიერთობასთან, რომლის შესახებ ინფორმაცია ბრინმა განქორწინების მოთხოვნამდე რამდენიმე დღით ადრე შეიტყო.

აღნიშნულ საკითხს ილონ მასკი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოცემული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„ეს სრული სისულელეა. მე და სერგეი მეგობრები ვართ და გასულ საღამოს წვეულებაზე ერთადაც ვიყავით! გასული სამი წლის განმავლობაში ნიკოლი სულ ორჯერ ვნახე და ორივე შემთხვევაში საჯარო სივრცეში, ხალხთან ერთად. არაფერი რომანტიკული“ – განაცხადა მასკმა.

ამერიკული გამოცემის ცნობით, მიმდინარე წელს მასკისა და ბრინის მეგობრული ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაუარესდა – მილიარდერმა მეწარმემ ილონ მასკის კომპანიებში განხორციელებული საინვესტიციო პოზიციების დახურვის და საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტის გადაწყვეტილებაც მიიღო.

შეგახსენებთ, რომ სერგეი ბრინმა და ლარი პეიჯმა კომპანია Google-ი 1998 წელს დააფუძნეს. Forbes-ის შეფასებით, ბრინის ქონება 90 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის მსოფლიოს რიგით მეცხრე უმდიდრესი ადამიანია; $254-მილიარდიანი შეფასებით კი, Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელი პირველ ადგილს იკავებს.

Tags: ილონ მასკი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რაც ნიკა გვარამიამ იკადრა, ეს არის მათი დამოკიდებულება ქვეყნისადმი, რაც არ მოსწონთ და მათთვის მიუღებელია, „ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა“ – მეტი რანაირად უნდა დაამტკიცონ, რომ ასაკრძალები არიან – არჩილ გორდულაძე
  • პოლიტიკური მიზნით თუ ვინმემ გადახვევა გააკეთა და ტრიბუნით ისარგებლა, ვიქნები გულწრფელი და ეს მოპასუხე მხარეებს უფრო გემართებათ – რევაზ ნადარაიამ ოპოზიციას
  • მოუთმენლად ველოდებით საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას – სინგაპურის ცენტრალური ბანკის მმართველი დირექტორი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge