Tuesday, August 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ლაშა ბუღაძის წიგნი იმიტომ აკრძალეს ციხეში, რომ მას „დამკვირვებელი“ ჰქვია” – რას წერს რომან გოცირიძე

August 25, 2026
„მეწყერი დღითიდღე ძლიერდება, 30-მა ოჯახმა სახლები დატოვა…“ – რა ვითარებაა ხარაგაულში?

“იყო დროც, როდესაც დეპუტატებს პატიმრების მონახულების უფლება ჰქონდათ.
ერთხელ, სახლიდან როცა გავდიოდი, კარებთან მეუღლე შემომხვდა. სად მიდიხარო, მკითხა. ციხეში, დათო კირკიტაძე უნდა მოვინახულო-მეთქი. რაღაც წიგნები ეყიდა და ერთი ცალი მომაწოდა-წაუღე, გამოადგებაო. გადავფურცლე და ეწერა: „12 მშვენიერი ხერხი, თუ როგორ ვაქციოთ უარყოფითი დადებითად ჩვენს ცხოვრებასა და სამსახურში“. ზუსტად მასზე იყო ზედგამოჭრილი-როგორ უნდა ექცია ციხე კურორტად :))
ციხის დარაჯმა წიგნი გადაფურცლა-რაიმე ხომ არ იყო შიგნით ჩადებული. მეკითხება, რაზეაო-შინაური ცხოველების სიყვარულზე-მეთქი. მაშინ ციხეში ცენზურა არ იყო და არც არაფერში აინტერესებდათ მისი შინაარსი, მაგრამ ალბათ სათაური მოეჩვენა უცნაური-წიგნს „აკოცე ბაყაყს“ ერქვა.
როცა დათო ციხიდან გამოვიდა, ისე, სასხვათაშორისოდ ვკითხე, თუ გამოგადგა ის წიგნი-მეთქი. რა გამოდგომა, ბიჭო, უფრო გამიღრმავა დეპრესიაო.
ახლა ჩრდილოეთ კორეასაც დავეწიეთ, შეიძლება გავასწარით კიდეც. არ მეგონა, წიგნის შეტანაზე უარს თუ იტყოდნრნ იმის გამო, რომ სათაური პატიმარმა შეიძლება ორაზროვნად გაიგოს.
ლაშა ბუღაძის წიგნი იმიტომ აკრძალეს ციხეში, რომ მას „დამკვირვებელი“ ჰქვია. გუშინ ციხის ოფიციალური პასუხი მიიღო მწერალმა. აი, ისიც: „ლაშა ბუღაძის რომანის-„დამკვირვებლის“ სათაური რომანის შინაარსთან დაკავშირებით ბუნდოვანებას ქმნის და არ იძლევა ერთმნიშვნელოვანი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. განსაკუთრებით პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმართებით, რის გამოც მისი პენიტენციურ დაწესებულებაში დაშვება არ იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად.“ ანუ, შეიძლება ზოგმა პატიმარმა სათაურში ქურდული გაგების ზედამხედველი იგულისხმოს და ზოგიერთმა-ციხის ადმინისტრაციაო. და მერე რა-შინაარსით იქნებ რომეო და ჯულიეტას მსგავს სიყვარულზეა ან გოგია უიშვილის საცოდავ ამბავზე? სკოლაში ხომ გახსოვთ, რომ გვეუბნებოდნენ: კი არის გოგიას ბედი ტრაგიკული, მაგრამ რომ კითხულობ, ოპტიმისტი ხდები-თურმე ჩემზე მძიმე მდგომარეობაშიც ყოფილან ადამიანებიო.
მოკლედ, ამაზე ჩლუნგ, ამაზე გოიმ და ამაზე კომიკურ რეჟიმს იშვიათად თუ იპოვი ამ ცისქვეშეთში.
ლაშა ბუღაძის წიგნების ციხეში შეტანის მსურველებს კი ვურჩევ, ყდა შეუცვალონ- წააწერონ: „ღმერთი სიყვარულია“ ან-„ტრადიციული ღირებულებ-ფასების პოლიტიკა ბურჟუაზიულ საზოგადოებაში“. ან რელიგიური ეგონებათ, ან ფინანსური, ან სრულადაც ტრადიციონალისტური.
ისე, საინტერესოა: იმ წიგნს, ბაყაყზე, ავტორის გვარი რომ შევუცვალოთ და ლაშა ბუღაძე მივაწეროთ, თუ დაუშვებენ?” – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “„სევილიას“ სტადიონზე შესვლისას მივხვდი, რომ ეს ჩემი სახლია #1TVSPORT” – რას ამბობს გიორგი ქოჩორაშვილი
  • საქართველოში გაყინული თევზის იმპორტი რეკორდულ ნიშნულზეა
  • ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე კორპუსის ფასადი ჩამოიშალა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge