ზემო ლარსი ერთ კვირაში 113 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა – ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობაზემო ლარსი ერთ კვირაში 113 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა – ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობა
გასულ კვირას რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე ზემო ლარსის საავტომობილო საკონტროლო გამშვები პუნქტი 113 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა. ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურის პრესსამსახურის განცხადებაში წერია, რასაც რუსული სააგენტო, “პრაიმი” ავრცელებს.
ამასთან, ჩრდილოოსეთის ვიცეპრემიერ ირბეკ ტომაევმა ადმინისტრაციასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ იმავე პერიოდში გამშვები პუნქტი 33 000-ზე მეტმა ავტომობილმა გაიარა.
როგორც ცნობილია, გასულ კვირას რუსეთის ფედერალურმა საბაჟო სამსახურმა განაცხადა, რომ ზემო ლარსის საკონტროლო გამშვები პუნქტი ერთ დღეში, კერძოდ, 18 აგვისტოს 20 000-ზე მეტმა მგზავრმა გაიარა. მანამდე, ანუ 15 და 16 აგვისტოს გამშვებ პუნქტს დღეში 19 000-ზე მეტი ადამიანი გადიოდა, ხოლო მსუბუქი ავტომობილების რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს მონაცემები უარყო. სამინისტროს მონაცემებით, ამ პერიოდში ზემო ლარსი დღეში 16 000-ზე ოდნავ მეტმა ადამიანმა გადაკვეთა, რომელთაგან 7 800 საქართველოში, ხოლო 8 400 რუსეთში მიემგზავრებოდა. მოგვიანებით ფედერალურმა საბაჟო სამსახურში რუსულ „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ თავიანთ მონაცემებშიც როგორც რუსეთში შესვლის, ასევე, ქვეყნიდან გასვლის რაოდენობას გულისხმობდნენ.
ზემო ლარსი რუსეთსა და საქართველოს შორის ერთადერთი სახმელეთო სასაზღვრო გამშვები პუნქტია. 2022 წლის სექტემბრის ბოლოს, პუტინის მობილიზაციის გამო ის რუსეთში ყველაზე დატვირთული სასაზღვრო პუნქტი აღმოჩნდა: ათიათასობით რუსმა ქვეყანა დატოვა და დღეების განმავლობაში კილომეტრების სიგრძის საცობებში იყო ჩარჩენილი.
წლევანდელ შემოდგომაზეც შესაძლო მობილიზაციის ახალი ტალღის შესახებ ჭორების ფონზე რუსეთში ემიგრაციასთან დაკავშირებული მოთხოვნების რაოდენობა 1.7-ჯერ, ანუ დღეში 70-დან 120 განაცხადამდე გაიზარდა. რუსულ პროექტ „რელოკაცის“ მონაცემებით, განმცხადებლებს ქვეყნის დატოვება სექტემბრამდე ან ოქტომბრამდე სურთ. მოთხოვნები, ძირითადად, 40 წლამდე ასაკის, ანუ 18-30 წლის მამაკაცებისგან ფიქსირდება. პროექტმა, ასევე, შენიშნა იმ ადამიანების მხრიდან მოთხოვნის ზრდა, რომლებიც 18 წლის არიან ან მალე შეუსრულდებათ, ასევე, იმ ქალების მხრიდან მომართვიანობა, რომლებიც მეუღლის, ვაჟის ან პარტნიორის გადასვლის შესახებ კითხულობენ. ამჯერად მოქალაქეთა უმეტესობა დროებით თავშესაფარს, ანუ „რამდენიმე თვით გასაჩერებელ“ ადგილს კი არა, არამედ ქვეყანას ეძებს, სადაც ისინი მუდმივად შეძლებენ დასახლებას.
ასევე, საინფორმაციო სააგენტო „ოსტოროჟნო-ნოვოსტის“ მიერ მოყვანილი თვითმხილველების თქმით, საზღვრის რუსულ მხარეს უზარმაზარი საცობია, სადაც ავტომობილები საათში 50 მეტრის სიჩქარით მოძრაობენ.
ახლახან გამოცემა „ვერსტკას“ წყაროებმა განუცხადეს, რომ სახელმწიფო სათათბიროს სექტემბრის არჩევნების შემდეგ ხელისუფლებამ შესაძლოა, საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია გამოაცხადოს. ამ უკანასკნელის შესახებ ჭორები უკვე რამდენიმე თვეა, ვრცელდება. ვაშინგტონში დაფუძნებული ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები ახალი მობილიზაციისთვის მზადების შესახებ უკვე წერენ. თავად უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც ადასტურებს, რომ პუტინი ახალი მობილიზაციის ფარგლებში ფრონტზე „300-დან 500 ათასამდე ადამიანის“ გაგზავნას გეგმავს.