Monday, August 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ლევან ხაბეიშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს

August 24, 2026
რა თქვა სუსის გამომძიებელმა ხაბეიშვილის პროცესზე – სასამართლო სხდომის დეტალები

ერთმანეთის ოჯახებსაც არ ინდობენ და სიამოვნებითაც კი აწიოკებენ. ღარიბაშვილს 75 წლის მამის დაჭერით ემუქრებიან, ცოლის ძმის დაკავებით. 10 კაციანი შიდა-დახურული ჩატიდან მინიმუმ 8 ერთმანეთზე ჩვენებებს აძლევს, წერს, ციხეში უშვებს. ასეთ დროს დემოკრატიული ძალები შეშინებულად გამოიყურება. აქციების თარიღის ანონსიც კი გვეშინია – ასე ჩანს. დამთავრდა ზაფხულიც. ეს სამი თვე მხოლოდ ტვ-კომენტარებში და ფბ-სტატუსებში გაილია , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელში, მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც ხაბეიშვილი წერილში წერს, ახლა აქტიურობაა მნიშვნელოვანი. მისი შეფასებით, როცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებს აქტიურობა არ შეუძლია, ისინი ერთმანეთის „დაჭმით“ არიან დაკავებული.

„ერთმანეთის ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა.

გახარიასთვის გომელაურს “აჩივლებინა” – უბოძა კალამი და შსს მინისტრიც დაჯდა “წერად”. პროკურატურაში ატარა გენერლები და გახარია “დაასმენინა”.

ღარიბაშვილის წინააღმდეგ “ჩვენებები” მდინარაძე-კობახიძეს მიაცემინა და კი გამოკეტეს ციხეში. პლუს, ჯუანშერმა დაადო ხელი 1.5 მილიონი შუაზე გავუყავიო. თავდაცვის მინისტრის ოჯახის წევრი დაუპირისპირეს, მის მძღოლსაც კი ჩვენებები აწერინეს.

ლილუაშვილის წინააღმდეგ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გამოიყვანეს და აწერინეს, აწერინეს და აწერინეს.

კარის ბიზნესმენების დიდი უმრავლესობაც პროკურატურაში რიგში დააყენეს და საჭირო ჩვენებებისთვისაც კალამს კალამზე უცვლიდნენ.

ერთმანეთის ოჯახებსაც არ ინდობენ და სიამოვნებითაც კი აწიოკებენ. ღარიბაშვილს 75 წლის მამის დაჭერით ემუქრებიან, ცოლის ძმის დაკავებით.

ჯუანშერს ცოლის ძმა დაუჭირეს, ლილუაშვილს ბიძაშვილი და ასე შემდეგ…

ჯერ ოჯახები დააახლოვეს – მეუღლეები, შვილები დაამეგობრეს და ახლა, ციხეში ალპობენ ერთმანეთს.

10 კაციანი შიდა-დახურული ჩატიდან მინიმუმ 8 ერთმანეთზე ჩვენებებს აძლევს, წერს, ციხეში უშვებს.

როგორ ფიქრობთ, ახლა “იქ” ვინ ენდობა ვინმეს?! შეუძლებელია ქოცებში 2-3 კაციანი ჯგუფიც კი, სადაც არ ეშინიათ, რომ ხვალ ამ სამიდან რომელიმე ერთი მოწმე არ იქნება მის საქმეში…

ასეთ დროს დემოკრატიული ძალები შეშინებულად გამოიყურება. აქციების თარიღის ანონსიც კი გვეშინია – ასე ჩანს. დამთავრდა ზაფხულიც. ეს სამი თვე მხოლოდ ტვ-კომენტარებში და ფბ-სტატუსებში გაილია…

ერთმანეთთან დაპირისპირება მაშინვე მორჩება, როგორც კი საქმეზე, შეტევაზე გადავერთვებით. ლაი-ლაი, სტატუსები კი არა, არამედ საქმე, აქტიურობა გვჭირდება. როცა ეს არ შეგვიძლია, ვერ ვაკეთებთ – აი, მაშინ “ვჭამთ” ერთმანეთს. მხოლოდ “ტივტივით” არ უნდა დაკავდეს აქტიური საზოგადოება.

წასაშლელია პარტიული ხაზები! “ერთ პარტიად” გამოვაცხადოთ სამშობლო – საქართველო და მის გარშემო გავერთიანდეთ ინდივიდუალურად. შევეშვათ პარტიულ კეკლუცობებს. ეს ჭირი მოვაშოროთ ქვეყანას და შემდეგ იყოს პარტიულობა, შეჯიბრება.

ეროვნული მოძრაობაა საჭირო, ერთ საქმეზე უნდა მივდგეთ! დრო სწრაფად გადის და ასევე სწრაფად იღუპება ქვეყანა. უკან დაგვრჩება განსხვავებები…

დარწმუნებით ვამბობ, რომ გარეთ შიში, უსაქმურობა, უმოქმედობა იწვევს შიდა კონფლიქტებს. სცადეთ აქტიურობა, მოქმედება და ვნახავთ, რომ დრო არ დარჩება “გარჩევების”.

რეჟიმი გამოშიგნულია! ჩამოშლილი, ძირგამომპალია და არაფერს ვაკეთებთ. მე თქვენი, საერთო საქმის გულშემატკივარი ვარ და მხოლოდ ამიტომ, გიზიარებთ სამარტოო საკნიდან ჩემს აზრს.

მაქვს თხოვნა ყველასთან, რომ შეწყვიტოთ გარჩევები, დაპირისპირება და სწრაფად ვკონცენტრირდეთ საქმეზე.

2001 წელს სატელევიზიო დებატებისას, მიშა სააკაშვილმა თქვა აბსოლუტური ჭეშმარიტება – “დაქუცმაცებული, დაპირისპირებული ოპოზიცია არის შანსი, შესაძლებლობა კორუმპირებული, ძირგამომპალი ხელისუფლებისთვის”.

მოკლედ, საქმეს მივხედოთ – ყველა დღე გადამწყვეტია“, – წერს ლევან ხაბეიშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
  • ავტოსაგზაო შემთხვევა მარტვილში – ვითარება ადგილზე
  • ექსკლუზიური ინტერვიუ ბაშიაჩუკ ჩხვიმიანთან, რომელსაც ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ადანაშაულებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge