“ძალიან ბევრი კითხვა არსებობს გამომძიებელ ჯუმბერის შესახებ…. გურიკას (დადიანიძე) გარდა, კიდევ ერთი ბავშვის დაკარგვასთანაა დაკავშირებული” – ამბობს ინფლუენსერი ელენე რუხაძე გავრცელებულ ვიდეოში.
ცნობისთვის, 20 აგვისტოს შსს-მ განაცხადა, რომ გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე, 18 აგვისტოს განთავსებული პოსტის წარმომავლობის დადგენის მიზნით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. შსს-ს განცხადებითვე, ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ “გურამ დადიანიძის ფეისბუქის გვერდზე აღნიშნული პოსტის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ, როგორც გურამ დადიანიძის დედა – სოფო ბიბილაშვილი, ასევე ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე”.
