7 თვეში თბილისში პარკინგის ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 80%-ით გაიზარდა და 13.6 მლნ ლარი შეადგინა.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, წელს იანვარ-ივლისში პარკირების ჯარიმებიდან ბიუჯეტში 13 637 784 ლარი შევიდა, წინა წლის იგივე პერიოდში კი, ეს მაჩვენებელი 7 588 944 ლარი იყო.
რაც შეეხება 2025 წლის სრულ მაჩვენებელს, შარშან ბიუჯეტში აღნიშნული დარღვევიდან ჯამში, 17 527 091 ლარი შევიდა.
ცნობისთვის, 2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა და ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა.
