ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ტონი კროოსი ოქროს ბურთის მთავარ ფავორიტად პსჟ-ს ქართველ შემტევს ხვიჩა კვარაცხელიას ასახელებს.
“ოქროს ბურთი? ჩემთვის ხვიჩა კვარაცხელია ამ ჯილდოს უდავო ფავორიტია. მსოფლიო ჩემპიონატის ოთხივე მოთამაშეს მესის, ბელინგემს, მბაპესა და როდრის საკლუბო დონეზე საშუალო სეზონი ჰქონდათ.
კვარა საუკეთესო მოთამაშეა, თანაც გასულ სეზონსა და ამჟამადაც მსოფლიოს საუკეთესო საკლუბო გუნდიდან”, – განაცხადა კროოსმა.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ამ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
