“ქობულეთში რესტორანში „ყაზბეგი” ჩემს ახლობელს, რომელიც ქუთაისიდანაა, ქართული სიმღერის შეკვეთაზე უარი უთხრეს. მიზეზი – „არამომგებიანიაო“. როგორც უთხრეს, ძირითადად რუსული და სომხური სიმღერების შეკვეთებს იღებენ. წარმოგიდგენიათ?! როგორ შეიძლება საქართველოში, ქართულ რესტორანში, ქართული სიმღერის შეკვეთაზე უარი გითხრან იმის გამო, რომ ეს ვიღაცისთვის თურმე ეკონომიკურად არამომგებიანია? ფული მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაფერი ხომ ფულით არ იზომება… საკუთარ ქვეყანაში ქართული სიმღერის მოსმენა და საკუთარი კულტურის დაფასება როდის აქეთ გახდა არამომგებიანი?!“ – წერს შმაგი სამხარაძე სოციალურ ქსელში.
