“სტრარტეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე მიიჩნევს, რომ ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე რუსეთის მოქალაქეების რეკორდული რაოდენობა იმის მაჩვენებელია, რომ მათ აქვთ შიში, ომში წაყვანის და ცდილობენ ქვეყანა დატოვონ.
ხარშილაძის თქმით, მიუხედავად იმის, რომ შუა აზიის ქვეყნებიდან არაერთი დაქირავებული ჯარისკაცი ჩამოიყვანეს, ადამიანური რესურსი მაინც არ ჰყოფნით.
ხარშილაძე ვარაუდობს, რომ ოქტომბერში, დუმის არჩევნების შემდეგ, შესაძლოა, ქვეყანაში სრული მობილიზაცია გამოცხადდეს.
აქამდე რუსეთის ფედერაცია ცდილობდა ან ეთნიკური უმცირესობები წაეყვანა, ან რეგიონის წარმომადგენლები, მაგრამ ნელ-ნელა ეს პრინციპიც ირღვევა. მარტო უპატრონოები აღარ მიჰყავთ ახლა ჯარში, ახლა შეიძლება ყველა წაიყვანონ და ყველაში არ იგულისხმება დუმას და მინისტრთა კაბინეტის შვილები, მაგრამ ასეთები ცოტა არიან. ჩვეულებრივ, საშუალო კლასის მოსკოველს შეიძლება მოუწიოს და ეს არ უნდათ სასტიკად. ამიტომ, რუსების მასობრივი შემოსვლა იმ ციფრებში, რაც არის, არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ პუტინის ბოლო ორი გამოჩენა, რაც იყო ტელევიზიით, იქ უკვე იკითხებოდა, რომ ეს ზომები შესაძლოა, მისაღები იყოს. კორეელებით დაწყებული, ვინ არ ჩამოიყვანეს, დაქირავებული ჰყავთ ბელორუსიიდან და შუა აზიის ქვეყნებიდან, უკვე ადამიანური რესურსი არ ჰყოფნის. ოქტომბერშია რუსეთის დუმის არჩევნები, მაგის შემდეგ შეიძლება გამოაცხადონ კიდევაც მობილიზაცია. უფრო მოსალოდნელია, ვიდრე არა, – აბობს ხარშილაძე.
