ენმ-ს პატიმრობაში მყოფი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს და ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყენულ განცხადებებს ეხმაურება.
როგორც ხაბეიშვილი წერს, იმდენად უსუსურია რეჟიმი, რომ „მადლობა ღარიბაშვილიც“ კი „ეტლიკინება“ ბიძინას.
მისი თქმით, ღარიბაშვილმა ამხილა, საქმეები როგორ ლაგდება – სასამართლოში კი არა, არამედ წერილობით, შემოთვლებით, ყაჩაღურად ხდება.
იმდენად უსუსურია რეჟიმი, რომ „მადლობა ღარიბაშვილიც“ კი „ეტლიკინება“ ბიძინას…
ხვდებით, როგორი სუსტია ფაქტობრივი მმართველი?!
ნუ გააუფასურებთ ღარიბაშვილის „შეტლიკინებას“ და მათ შიგნით რღვევა-დაპირისპირებას…
რეალურად, ასეთი ყანყალი, „ჯაყჯაყი“ და პატარა წამოყვირებები უნდა „წავახალისოთ“.
მიკვირს, რომ გეცოტავათ ბიძინას „შვილობილის“ განცხადება. რეალურად, ივანიშვილზე იშვერს ხელს, რომ მეშინია, ოჯახი არ გამინადგუროსო…
ამხილა, საქმეები როგორ ლაგდება – სასამართლოში კი არა, არამედ წერილობით, შემოთვლებით, ყაჩაღურად ხდება და სასამართლო, პროკურატურა შირმაა, არ არსებობსო…
„ამოდენა შეტლიკინებას“ ნუ დაუკარგავთ.
რაც მეტი ამოთქვამს, ამხელს – იქნებ, ჩვენც ვმობილიზდეთ… ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?
ნუ ვიგონებთ ბიძინას უძლეველობას! ეგ მითი მშიშარა პოლიტიკოსებმა შექმნეს, რომ თავიანთი უძლურება გადაფარონ.
სუსტია და თან როგორი სუსტი….,- წერს ხაბეიშვილი.
