“ირაკლი ღარიბაშვილს ახალი განცხადება მზად აქვს… სავარაუდოდ, დღეს გამოქვეყნდება” – ამბობს პატიმრობაში მყოფი ექსპრემიერის ციხეში მონახულების შემდეგ მისი ადვოკატი და ცოლის და ნათია თამაზაშვილი
“განცხადებას უნდა ველოდოთ, აქვს განცხადება გამოსაქვეყნებლად გამზადებული და დამატებით ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ გეტყვით. დიახ, სავარაუდოდ, [დღეს იქნება]. კონკრეტულად ვერ შევალ დეტალებში, ვერაფერს ვერ გეტყვით დამატებით, ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ირაკლის ე.წ. ბრძოლა გამოიხატება მხოლოდ იმისი ოჯახის და საკუთარი თავის დაცვაში. ეს ბრძოლა გამოიხატება მხოლოდ ჩვენი ოჯახისა და მისი პირადი უსაფრთხოების დაცვაში” [TV პირველი] | თქვა თამაზაშვილმა
ღარიბაშვილმა პირველი განცხადება 17 აგვისტოს გაავრცელა და მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილსა და მთელ ხელისუფლებას დააკისრა. პატიმრობაში მყოფი ექსპრემიერი წერდა, რომ მას ახალი კორუფციული საქმის აღიარება მოსთხოვეს და სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმებას ისევ 5-წლიანი პატიმრობით დაჰპირდნენ, თუმცა პოლიტიკაში აღარ უნდა დაბრუნებულიყო. 18 აგვისტოს ექსპრემიერმა მეორე წერილი გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ ივლისში წერილი მამუკა მდინარაძისგან მიიღო და იმის მიუხედავად, რომ პოლიტიკაში დაბრუნებაზე უარი თქვა, გუნდმა 1%-იანი რისკის გამო კორუფციული ბრალის აღიარება მოითხოვა
