Friday, October 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

35-წუთიანი ბრძოლის შემდეგ, სასწრაფო დახმარების ექიმებმა მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინეს

August 20, 2026
35-წუთიანი ბრძოლის შემდეგ, სასწრაფო დახმარების ექიმებმა მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინეს

თბილისის სასწრაფოს ბრიგადამ უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მე-3 ფილიალში შევიდა გამოძახება ლოზუნგით – „უგონო პაციენტი“.

ერთ-ერთ ობიექტზე მყოფი მოქალაქეები დახმარებას ითხოვდნენ. თითოეულ წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. გამოძახების ადგილზე უმოკლეს დროში მივიდა ბრიგადა 0333, სადაც მძიმე სურათი დახვდათ – იატაკზე უგონოდ იწვა 50 წლამდე მამაკაცი, რომელსაც სასიცოცხლო ნიშნები არ აღენიშნებოდა.

დროის დაკარგვის გარეშე დაიწყო გადაუდებელი რეანიმაციული ღონისძიებები. პაციენტი აყვანილ იქნა მონიტორზე, სადაც დაფიქსირდა ასისტოლია. სწრაფად ჩატარდა სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფა. პერიფერიული ვენის კათეტერიზაციის შეუძლებლობის გამო წარმატებით იქნა გამოყენებული ძვალშიდა კათეტერი.

რეანიმაციული ღონისძიებების ფონზე, ასისტოლია გადავიდა პარკუჭოვან ტაქიკარდიაში, ჩატარდა კარდიოვერსია, რის შედეგადაც აღდგა გულის რითმი და პულსი. თუმცა პაციენტი კვლავ საჭიროებდა ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას.

35 წუთიანი უწყვეტი ბრძოლის შემდეგ ბრიგადამ პაციენტი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით გადაიყვანა უახლოეს კლინიკაში, სადაც ის რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობასა და კვლევებს. ამჟამად მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

ექიმი ლია რევიშვილი: „პრაქტიკაში არაერთ ასეთ შემთხვევასთან მქონია შეხება და ბევრჯერ შევძელით გულის მუშაობის აღდგენა, თუმცა ეს გამოძახება განსაკუთრებით ემოციური იყო. ადგილზე ძალიან მძიმე მდგომარეობა და პანიკა დაგვხვდა. შეკრებილი მოქალაქეები და თანამშრომლები ამბობდნენ, რომ ყველაფერი რამდენიმე წამში მოხდა და მანამდე არანაირი წინაპირობა არ ყოფილა. ვინაიდან ფილიალი შემთხვევის ადგილთან ახლოს იყო, ბრიგადა ძალიან სწრაფად მივიდა. 35 წუთის განმავლობაში უწყვეტად ვატარებდით რეანიმაციულ ღონისძიებებს და შედეგმაც არ დააყოვნა. ეს იყო უდიდესი სიხარულისა და ემოციის მომენტი მთელი გუნდისთვის.“

ექიმი ლია რევიშვილი უკვე 38 წელია სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში მუშაობს. მისი მრავალწლიანი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და თავდადება კიდევ ერთხელ გახდა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის მთავარი ძალა“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
  • პროცესზე წარვადგინეთ, რა იყო 2019 წელს სახელმწიფოს პოზიცია, სუს-ი ანგარიშში წერდა, რომ 2019 წლიდან ფიქსირდებოდა მონიშვნები ჩორჩანის ტყეში, იგივე წერია 2021 წლის და 2024 წლის ანგარიშში- ბერდია სიჭინავა
  • 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა – შს მომსახურების სააგენტო

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge