თბილისი-მარნეულის გზაზე, თელეთის მონაკვეთზე, ევაკუატორს და მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლი, რომელმაც დამწვრობა მიიღო, გადაყვანისას კონტაქტური იყო.
ხანძარი ლიკვიდირებულია.
