პორტუგალიაში ტყის ხანძრებს ებრძვიან, დაშავებულია ოთხი მეხანძრე.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პორტუგალიის ჩრდილოეთ ნაწილში, აროუკაში, ხანძარმა დაახლოებით 3 000 ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა, ტორე-დე-მონკორვოში კი ცეცხლმა დაახლოებით 700 ჰექტარი მოიცვა. ტორე-დე-მონკორვოში ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია 517 მაშველი, 168 სახანძრო-სამაშველო მანქანა და ოთხი თვითმფრინავი, ხოლო აროუკაში ცეცხლს 498 მაშველი, 164 მანქანა და ცხრა თვითმფრინავი ებრძვის.
აროუკასა და ტორე-დე-მონკორვოს ხანძრებთან ერთად, კიდევ ერთი ძლიერი ხანძარი გაჩნდა სანტო-ტირსოში. სამივე კერის ლოკალიზებაში ჯამში 1 200-ზე მეტი მეხანძრე მონაწილეობს.
