კომპანია სოლიდუსი ოკუპირებულ აფხაზეთში შესატანად ბენზინს ეძებს – ამის შესახებ „რადიო თავისუფლებას“ კომპანიის მფლობელი, გიორგი არველაძე უყვება: “მოლაპარაკებები მიმდინარეობს… ადგილობრივ ბაზარზე რთულია ბენზინის მოპოვება. არ არის ჭარბი ბენზინი აქაც, მარტივი არაა საწვავის შოვნა…”
დღეს კობახიძემ დააანონსა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა უახლოეს პერიოდშიც იგეგმება: “ამ ეტაპზე მხოლოდ 680 ტონაა შეტანილი, შესაბამისად სრულად ვერ მოიცავს ბუნებრივია მოთხოვნას, რომელიც არსებობს საწვავზე, თუმცა მომდევნო დღეების განმავლობაში დაგეგმილია დამატებითი საწვავის ტრანსპორტირება აფხაზეთის მიმართულებით და ამით უკვე შეივსება საწვავის დეფიციტი, რითაც ჰუმანიტარული პრობლემა მთლიანად აღმოიფხვრება”
შპს „სოლიდუსი“ ოკუპირებულ აფხაზეთში გასატან ბენზინს კომპანია „რეპსოლისგან“ ყიდულობდა, რომელიც ბაზარზე ოპერირებს სახელით „ქონექთი“. კომპანიამ 15 აგვისტოს განაცხადა, რომ „სოლიდუსისთვის“ საწვავის დამატებით მიწოდებას აღარ გეგმავდა.
